spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უკანონო მიყურადება კი არა, ყველაფერი უკანონო დასაგმობია!" -...

“უკანონო მიყურადება კი არა, ყველაფერი უკანონო დასაგმობია!” – ლადო კახაძე

უკანონო მიყურადება კი არა, ყველაფერი უკანონო დასაგმობია! ყველაფერი უკანონო! ჩვენ, დეპუტატები, იმიტომ ვართ პარლამენტის შენობაში, კანონშემოქმედნი, რომ ისეთი კანონები დავწეროთ, რომელიც პატივს დაიმსახურებს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან და მისი დარღვევის სურვილი არ გაუჩნდება. არა მარტო სურვილი არ გაუჩნდება, არამედ შეეშინდება ამ კანონის დარღვევის. ეს არის ჩვენი მისია“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ.

მან ახალგაზრდა კოლეგებს სიძულვილს ენის დაძლევისკენ მოუწოდა.

ძალიან გთხოვთ, პოლიტიკური ველიდან განვდევნოთ სიძულვილის ვირუსი. ეს არის ჩვენი მოვალეობა. ახალგაზრდები მოდიხართ და ძალიან გთხოვთ ახლავე შემაკავებლად აიცერით იმ სიძულვილზე, რომლის სიმძლავრესაც, ჩემდა სამწუხაროდ, ვატყობ ამ თაობაში. გთხოვთ, გაუფრთხილდით თქვენს სახელს, თქვენს ოჯახებს და თქვენს ქვეყანას“, – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

ინფორმაციისათვის: ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა – “უსმენენ ყველას, გისმენენ თქვენ, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, გიღებენ და ამას ინახავენ იმ დროისთვის, როცა მათ დაჭირდებათ. გაოცებული ვარ, რომ თქვენ ამაზე პროტესტი არ გაქვთ“.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უძლეველი პუტინის” მეხოტბეები როგორ არიან ?!😃😃😃” – თაკო ჩარკვიანი

9 მაისის მოსკოვში აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით გაჩენილი საყურადღებო რისკებისა...

“ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით” – კახა კალაძე:

„მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და...

“სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა, მერამდენე უკვე სათვალავი მერევა…” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...