კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმამუკა ხაზარაძე: უსმენენ ყველას - გაოცებული ვარ, რომ...

მამუკა ხაზარაძე: უსმენენ ყველას – გაოცებული ვარ, რომ ამაზე პროტესტი არ აქვთ პარლამენტის წევრებს

უსმენენ ყველას, გისმენენ თქვენ, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, გიღებენ და ამას ინახავენ იმ დროისთვის, როცა მათ დაჭირდებათ. გაოცებული ვარ, რომ თქვენ ამაზე პროტესტი არ გაქვთ, კანონმდებლებს, როცა თქვენი ყველაზე მთავარი ღირებულება, თქვენი ღირსება – თავისუფლება, თქვენი მანდატი არის ხელყოფილი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას, დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა.

გეკითხებით თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რა მოიმოქმედეთ იმისთვის, რომ როდესაც თქვენ კოლეგას უსმენენ უკანონოდ, ამ შემთხვევაში, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, რაც დადასტურებულია – რატომ არ გამოიძახეთ აქ ის პასუხისმგებელი პირები, რომ გაგერკვიათ და კითხვები დაგვესვა ყველას, ესენი გვისმენენ თუ უკანონოდ გვისმენს რომელიმე სხვა სახელმწიფოს სამსახური?!

ეს არ არის სახელმწიფო, რაშიც ახლა ჩვენ ვართ. ეს არის, დამორჩილებული ადამიანების გუნდსაც ვერ დავარქმევ, რომელსაც ეშინია ხმის ამოღების და ეს პარლამენტი არის ფიქცია, იმიტომ რომ აქ რაიმეს თქმას არანაირი აზრი აქვს, იმიტომ, რომ ხარ ოპოზიციაში და მეორე მხარეს არის უმრავლესობა. არც კომიტეტებზე, იმიტომ რომ ეს მხარე მეორე მხარეს უყურებს როგორც მტერს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...