კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიირაკლი ღარიბაშვილი - სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის,...

ირაკლი ღარიბაშვილი – სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები

სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ და ჩვენმა მოსახლეობამ მუდმივი საბოტაჟისგან, რომელიც მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან მომდინარეობს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს თხოვნით მიმართა, რომ არჩევნების დღეს არც ერთი არ დარჩეს სახლში, მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას.

თითოეულ იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტურები გაიმართება, შეხვედრები დავიწყეთ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან, აქტივთან. კიდევ ერთხელ გავიარეთ გეგმები. ჩვენი მთავარი მოწოდება არის, რომ რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ.

თავისუფალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ მშვიდად, უნდა იყოს სამაგალითო და სანიმუშო, ისეთი, როგორიც პირველ ტურში იყო, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას არ მივცეთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის არცერთი საბაბი.

ბუნებრივია, სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ და ჩვენმა მოსახლეობამ აი ამ მუდმივი საბოტაჟისგან, რომელიც მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან მომდინარეობს.

სრული მობილიზება ნიშნავს იმას, რომ არჩევნების დღეს არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში. ძალიან ბევრ ადგილას, ბევრ მუნიციპალიტეტში ჩვენი ბევრი ამომრჩეველი უბრალოდ არ მივიდა არჩევნებზე იქიდან გამომდინარე, რომ მათ სჯეროდათ, დარწმუნებული იყვნენ ჩვენს გამარჯვებაში. ეს არ არის საკმარისი. მე მინდა ყველა ჩვენს ამომრჩეველს მივმართო თხოვნით, რომ არჩევნების დღეს არც ერთი არ დარჩეს სახლში. ყველანი მივიდეთ და ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პარტიების ლიდერებს და სინდისის პატიმრებს გაუშვებენ, გაღიმებულ ქოცებს დაგთვლით პოპკორნით ხელში🙏😀” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ვარაუდები და მოლოდინები: "დიფსთეიტი...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს” – ლევან ხაბეიშვილი

“ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...