ორშაბათი, ივლისი 14, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ფარისევლურია ეს განცხადება" - გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარების წერილზე

“ფარისევლურია ეს განცხადება” – გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარების წერილზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტარების განცხადებას ფარისევლური უწოდა. როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, აღნიშნულ განცხადებაზე ხელმომწერები უპირისპირდებიან იმ ოჯახებს, რომელთა კისერზეც გადაიარა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებმა:

,,ფარისევლურია ეს განცხადება, ვინაიდან არა მარტო იმ დანაშაულებებშია მხილებული სააკაშვილი საზოგადოების მიერ. საზოგადოების დიდი ნაწილი ზუსტად არის ინფორმირებული იმ მკვლელობების თაობაზე, რომელიც მისმა კასტამ ჩაიდინა.

უამრავი ნაწამები ადამიანი და არა მარტო ნაწამები ადამიანი, ღირსება შენახული ადამიან დაკავშირებულია იმ მმართველობასთან, რომელიც სააკაშვილმა შექმნა.

ეს, ამ განცხადებაზე ხელმომწერები – ყველანი, თითოეული მათგანი უპირისპირდება იმ ოჯახს, რომლის კისერზეც, რომლის ისტორიაზე, რომლის ყოველდღიურობაზეც გადაიარა იმ რეჟიმმა, რასაც სააკაშვილი ხელმძვანელობდა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის: გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი წერილი, რომელსაც 70-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რომელთა შორის არიან ევროპარლამენტარები, სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი და მოქმედი მაღალი რანგის თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

“თითქმის ყველა აქტიური ოპოზიციონერი ლიდერი ტყვეობაში გყავთ და შალვა, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს...

“ყველა დიქტატურა ბოლო თვეებში ერთმანეთს ემსგავსება” – სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმასენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, მძიმე შეფასებებით, ეხმაურება...

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...