spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შესაძლებელია უფრო რთული მდგომარეობა ყოფილიყო ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რომ...

“შესაძლებელია უფრო რთული მდგომარეობა ყოფილიყო ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რომ არა მისი მორალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე” – დიმიტრი საძაგლიშვილი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა მისი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. მე-3 პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარის დროს ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მხრივ უფრო და უფრო სუსტდება. თუმცა არის მხნედ, რაზეც დიდ ზეგავლენას ახდენს მისი მორალური და ფსიქოლოგიური მზაობა:

,,მე-18 დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. ბუნებრივია, საერთო სისუსტე შენარჩუნებულია და ეს გარდაუვალია, რომ დღითიდღე ეს საერთო სისუსტე მოიმატებს.

გარდა ამისა, მას ჰქონდა წნევის ცვალებადობა ბოლო დღეების განმავლობაში. თუმცა, საერთო ჯამში მისი ფსიქოლოგიური და მორალური სიძლიერიდან გამომდინარე ის თავს გრძნობს მხნედ, ის შეხვედრების ოთახში გადაადგილებას საკუთარი ინიციატივით და აპირებს, რომ ასე გააგძელოს, სანამ მას ფიზიკური შესაძლებლობა ექნება.

საერთო ჯამში, როგორც შესაბამისი სპეციალისტებისგან მოვისმინეთ, მათაც უკვირთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ვინაიდან მე-18 დღეს შესაძლებელია უფრო რთული მდგომარეობა ყოფილიყო ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რომ არა მისი მორალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე.

კონსილიუმთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს აქვს ერთი პოზიცია დასაწყისიდანვე და ეს პოზიცია არ შეცვლა! არ აქვს რაღაც განსაკუთრებული მოლოდინები და დიდად არ აინტერესებს ეს საკითხი!“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხელისუფლების ბოლო პერიოდის საქმენი საგმირონი…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მმართველი გუნდთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“აბსოლუტური ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია…” – ელენე ხოშტარია

მაღალ ფასებთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობა-განხილვებს საპატიმროდან ეხმაურება "კოალიცია ცვლილებებისა"...

“ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით” – კახა კალაძე:

„მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და...

“ძალიან დიდ ისტორიულ გაუგებრობასთან და უსამართლობასთან გვაქვს საქმე” – მიხეილ სააკაშვილი

სომხეთში გაიმართა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) საკმაოდ წარმომადგებლობითი მე-8...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...