სამშაბათი, მარტი 18, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიწინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალის განთავსების საკითხის მოწესრიგების მიზნით...

წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალის განთავსების საკითხის მოწესრიგების მიზნით პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყება

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის შემცველი სააგიტაციო მასალის განთავსების პრევენციასთან დაკავშირებული „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ორგანულ კანონის პროექტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვა დაიწყება.

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილება ითვალისწინებს სტაბილური ტერიტორიული განთავსების ტექნიკური საშუალების (მაგალითად – სტენდის, შენობა-ნაგებობის ფასადის, სხვა უძრავი ნივთის/კონსტრუქციის) გამოყენებით ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ფარგლებში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებით ისეთი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელების აკრძალვას, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. ორგანული კანონის პროექტით ზუსტდება ტერმინ -სააგიტაციო მასალის განმარტება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თანხმად, იკრძალება ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.

ბიურომ საკანომდებლო პაკეტზე წამყვან კომიტეტად იურდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრა. კანონპროექტების ინიციატორების მოთხოვნა იყო, რომ საკანომდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განხილულიყო და ახალი რეგულაციები შეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. თუმცა, ბიურომ მსჯელობის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტების განხილვა წარიმართოს ჩვეულებრივ ვადებში, როგორც ეს რეგლამენტით არის განსაზღვრული. აღნიშნული მოსაზრება გაიზიარეს კანონპროექტების ინიციატორებმაც.

საკანომდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, შალვა პაპუაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გურამ მაჭარაშვილი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და ირაკლი ბერაია.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მარტო მე მეჩვენება რომ ამ ქალს დრო გაჰყავს?” – ელისო კილაძე სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების საკოორდინაციო შტაბის...

“ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის” – კახა კალაძე ოპოზიციის შანსებზე თვითმმართველობის არჩევნებში

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში...

კახა კალაძე ოპოზიციაზე: “ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში განწირულნი არიან მარცხისთვის”

თბილისის მერის განცხადებით, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი...

“ილიაუნმა და განსაკუთრებით მისმა რექტორმა გუშინ ქართულ საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას მნიშვნელობა”...

სამართლიანობის აღსადგენად და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭებისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

პაატა მანჯგალაძე: “პასიური კოორდინაცია არაფერს შეცვლის – მხოლოდ საერთო მოქმედება მოიტანს ცვლილებას და გამარჯვებას!”

პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ერთიანობისა და აქტიური პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელობაზე...

“ჩერგოლეიშვილ-ზურაბიშვილის პოლიტ ტანდემს ვინც ვერ ხვდება რა არის, ან პოლიტიკურად ბეცია ან უბრალოდ დუპლეტი”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...