spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილმა მოგვცა მაგალითი ბრძოლის და ჩვენ აღარ...

“მიხეილ სააკაშვილმა მოგვცა მაგალითი ბრძოლის და ჩვენ აღარ გვაქვს უკან დახევის უფლება!“ – გიგი უგულავა

ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე, თავისუფლების მოედანზე ემოციური სიტყვით წარდგა აქტივისტების წინაშე. მან გაახსენა საზოგადოებას 18 წლის წინანდელი ბრძოლა თავისუფლებისთვის – ვარდების რევოლუცია და ასევე იასაუბრა მიხეილ სააკაშვილთან დაკაშირებით:

,,მეგობრებო, რუსთავისკენ ქარი ქრის! – ამიტომ თქვენი ხმაური და ხმა გავაგონოთ მთელ საქართველოს, თბილისს, რუსთავს, თელავს, ყველას, ვისაც კი უნდა ამ ქვეყანაში თავისუფლება!

მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ დავიჯერებთ გამარჯვებას, მანამდე გამარჯვება ყოველთვის გვერდზე ჩაივლის.

მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ დავინახეთ მანამდე არ გვწამდა; მიშამ ყველა ბარიერი გადალახა და მოვიდა აქ. ბევრს არ გვეგონა, ბევრი ვფიქრობდით, რომ ეს არ შედგებოდა, ეს ტყუილია, ბევრი ვამბობდით, რომ ეს ბლეფია, ზოგი ბუენოს-აირესიდან, ზოგი ტრუსავეცკიდან გვესალმებოდა, მაგრამ მეგობრებო, დადგა მომენტი და დრო და მან თავისი საქმე გააკეთა!

მე ვარ ამაყი, როგორც არასდროს! – იმიტომ, რომ მეც ჩემი შერყეული რწმენა გამიმთელდა ადამიანის და მეგობრის მიმართ. დღეს ის არის აქ! ის არის ყველაზე თავისუფალი, თამამი, მან მოგვცა მაგალითი ბრძოლის! ჩვენ აღარ გვაქვს უკან დახევის უფლება!

18 წლის წინ, როდესაც თქვენ აქ მოხვედით, მაშინ ყველა ვიყავით ახალგაზრდა, ზოგი მაშინ ვიწყებდით პოლიტიკას, საერთოდ საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას და მაშინ ეს ადამიანი იდგა ჩვენს გვერდზე!

18 წელი გავიდა და ჩვენს მონაპოვარს – ,,ვარდების რევოლუციას“, თაობას, რომელიც თქვენ ხართ, თავისუფლების თაობას დღეს ისტორიას გართმევენ!

ვუსურვოთ მიშას თავისუფლება! დღეს ის თავისუფალია ჩვენზე მეტად! ოდესღაც მან – 18 წლის წინ დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცადეს ხინკლის ჭამა. ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები! იმიტომ, რომ მეტს არაფერს იმსახურებთ!“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხელისუფლების ბოლო პერიოდის საქმენი საგმირონი…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მმართველი გუნდთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ეს მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 22 წლის წინანდელ კონკრეტულ...

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“ძალიან დიდ ისტორიულ გაუგებრობასთან და უსამართლობასთან გვაქვს საქმე” – მიხეილ სააკაშვილი

სომხეთში გაიმართა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) საკმაოდ წარმომადგებლობითი მე-8...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...