spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 90-იან წლებში დავბრუნდით, სადაც...

“ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 90-იან წლებში დავბრუნდით, სადაც ჩვენს მტერს ხელებიდან გამოვსტაცეთ ჩვენი სამშობლო და ახლაც იგივე რამ გვაქვს გასაკეთებელი” – პაატა ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძე თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე ვიდეომიმართვით წარდგა. როგორც საოპერო მომღერალი, მსოფლიო ბანი აღნიშნავს, ყველა ოპოზიცური პარტია უნდა გაერთიანდეს დიდი გამარჯვების გზაზე, ხოლო სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება:

მოგესალმებით ჩემო მეგობრებო! მივესალმები გამოღვიძებულ საქართველოს! მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ ერთად. მიხარია, რომ დღეს ვხედავ რწმენით, სიყვარულითა და გამარჯვების იმედით გაერთიანებულ საქართველოს.

ამ მოედნიდან მინდა მივესალმო საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს და ვისურვო, რომ ის მალე ჯანმრთელი და თავისუფალი გვენახოს.

სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში! ის, ვინც 9 წლის მანძილზე ხალხის ერთმანეთზე გადამტერების და ფულის კეთების, ქვეყნის ჭაობში ჩათრევის მეტს არაფერს არ აკეთებდა, ასამართლებს თანამედროვე, განვითარებულ და პერსპექტიულ საქართველოს შემქმნელს.

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 90-იან წლებში დავბრუნდით, სადაც ჩვენს მტერს ხელებიდან გამოვსტაცეთ ჩვენი სამშობლო და ახლაც იგივე რამ გვაქვს გასაკეთებელი.

ახლა კი მეგობრებო არ დაგვავიწყდეს, რომ ძალა ერთობაშია.

ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ყველა ოპოზიცური პარტია, უნდა გავერთიანდეთ ერი და ბერი – ამ დიდი გამარჯვებისთვის.

ჩვენი ძალა ერთობაშია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი ამჩემფეხება და თავკერძა თანამოქალაქეების ეპოქაში რატომ მომიწია ცხოვრება, სულ ამას ვფიქრობ” – გოჩა...

თავისი გადასახედიდან, ქართულ რეალობას აღწერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში,...

მიხეილ სააკაშვილი: “საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა”

მმართველი გუნდის მიერ ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს...

“სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება” – დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და...

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცალკეული...

“აბსოლუტური ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია…” – ელენე ხოშტარია

მაღალ ფასებთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობა-განხილვებს საპატიმროდან ეხმაურება "კოალიცია ცვლილებებისა"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...