spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მიზნით მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა, ძალიან...

“სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მიზნით მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა, ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის, მკვლელობების განხორციელებაც” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიასთან სკანდალურ განცხადებას აკეთებს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტს დაგეგმილი ჰქონდა მკვლელობების განხორციელებაც, თუ ყველაფერი მისი ჩანაფიქრის მიხედვით წავიდოდა. მთავრობის მეთაურის გაკვირვება და გაღიზიანება გამოიწვია თანამდებობის დატოვების შესახებ დასმულმა შეკითხვამ და განმარტავს, რომ ეს არის დეზინფორმაცია:

,,მე აღარ მინდა უბრალოდ პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი. საკმარისია! – მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი განცხადებაც გაკეთდა, ბევრი ემოციებიც დავხარჯეთ. ახლა საქმეზე არის კონცენტრირება საჭირო.

პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის, მკვლელობების განხორციელებაც, თუ რა თქმა უნდა, ისე მოხდებოდა როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული.

მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას!

რაც შეეხება ზოგადად მოწოდებებს ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველას სურვილი არის, ჩვენი სურვილიც არის, რომ ერთ დღეს ეს ადამიანები დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებზე და მართლაც, გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე მეორე ტურის შემდეგ იგეგმება თუ არა მისი გადაყენება და ვინ მოისაზრება პრემიერ-მინისტრის პოსტზე, პასუხობს ირაკლი ღარიბაშვილი:

იმის მიუხედავად, რომ ეს არაერთგზის, არაერთხელ განმარტა ჩვენმა პარტიამ თუ გუნდის წევრებმა – თქვენ მაინც რაღაც უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ.

თქვენ არ იცით, რომ ასე ვთქვათ, უკვე გუშინ გადავდექი მაგალითად. იცით ეს?!“, – განმარტებებთაბ ერთად, ირონიულად პასუხობს მთავრობის მეთაურმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“როგორც დედა – დედას, როგორც ქალი – ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს”...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკატერინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც უპასუხა შვილმოკლული...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...