spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდიმიტრი ხუნდაძე: მეტი დაფასება ჭირება სამედიცინო მიმართულებასთან ახლოს...

დიმიტრი ხუნდაძე: მეტი დაფასება ჭირება სამედიცინო მიმართულებასთან ახლოს მდგარ ნებისმიერ პროფესიის ადამიანს, ვინც სიცოცხლის სდარაჯოზე დგას

მესმის, რომ ბიუჯეტი, მით უფრო, ჩვენი, სექტორალური მიმართულებებით, არასდროს არის საკმარისი, მაგრამ არის საკითხები, რომელიც მეტად პრიორიტეტულია. მეტი დაფასება ჭირება სამედიცინო მიმართულებასთან ახლოს მდგარ ნებისმიერ პროფესიის ადამიანს, ვინც სიცოცხლის სდარაჯოზე დგას. ეს იქნება სასწრაფო ბრიგადის ექიმი, სოფლის ექიმი, მძღოლი თუ სხვა“, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ტავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი თქმით საბიუჯეტო სახსრების დამატებით მობილიზებას საჭიროებს.

ბიუჯეტში ვერ ვნახე და ვერც მოვისმინე სოფლის ექიმების 25 პროცენტიანი სახელფასო მატება. სოფლის ექიმების როლი პანდემიის პირობებში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მათი მუშაობის ხარისხის ამაღლებისთვის ამას აქვს დიდი მნიშვნელობა.

ჩვენ გვქონდა ასევე მსჯელობა და დაპირებაა, რომ დისკრიმინაციულ და არათანაბარ ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასწრაფოს ბრიგადებთან მიმართებაში, რაც არის თბილისსა და რეგიონებს შორის. ისინი ასრულებენ მნიშნელოვან სამუშაოს, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით და ვფიქრობ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს.

საპენსიო მატებასთან დაკავშირებით არ ჩანს პირველი ჯგუფის და შშმ ბავშვების საპენსიო მატების ციფრობრივი ასახვა. გადაწყვეტილება მისაღებია ვეტერანებთან მიმართულებითაც.

გაზრდილია დიაბეტის პროგრამის დაფინანასება, მაგრამ გლუკოზის უწყვეტი სისტემის დანერგვა ბავშვებში, გვინდა მეტი დაზუსტება და გათვალისწინება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...