spot_img
მთავარისოფლის მეურნეობა"სოფლის განვითარების პროგრამის" მწვანე გრანტების კომპონენტში განაცხადების მიღება...

“სოფლის განვითარების პროგრამის” მწვანე გრანტების კომპონენტში განაცხადების მიღება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სოფლის განვითარების პროგრამის” მწვანე გრანტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

სოფლის განვითარების პროგრამის ახალ საგრანტო კომპონენტში განაცხადები ელექტონული ფორმით, სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე www.rda.gov.ge მიმდინარე წლის 8 ოქტომბერიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიიღება.

„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

პროგრამა, რომლის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

მწვანე გრანტების კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს:

მარტივი მზის გამათბობელი და მზის წყლის გამაცხელებელების თანადაფინანსებას (sSWH/sSAH), სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1,000 ლარამდე (გრანტი 90 %-მდე), ხოლო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 10% – ით;

ვაკუუმური ტიპის მზის წყლის გამაცხელებელები (vSWH), სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3,000 ლარამდე (გრანტი 80%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20% – ით;

შენობის თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 8,000 ლარამდე (გრანტი 70%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 30% -ით;

შენობის სრული თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 12,000 ლარამდე (გრანტი 60%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად მთლიანი ღირებულების არანაკლებ 40% -ით.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...