სამშაბათი, აპრილი 16, 2024

“ყველას დავანახოთ, რომ ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს, რომელიც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის დროს გააცნო საზოგადოებას. ექსპრეზიდენტის მთავარი მოწოდება უცვლელი რჩება. იგი განაგრძობს შიმშილობს და 14 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს მოსახლეობას:

,,უსამართლო, მჩაგვრელი, ბოროტი რეჟიმი ყოველდღე დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს. საზოგადოების დაკნინების მცდელობას უნდა ვუპასუხოთ აქტიურ ქმედებებზე გადასვლით. ისეთზე, როგორიცაა ყველა რეგიონში ხმების დაცვისთვის ბრძოლა, დაშინების და მოსყიდვის დოკუმენტირება, აქციები კომისიებთან, სასამართლოებთან.

ახლა, რაც მთავარია, 14-ში, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრნი და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას. ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლის ინსტრუმენტი.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას მივაღწიოთ უკვე მეორე ტურამდე, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, როგორც, კიდევ ერთელ ვიმეორებ, მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობირივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის ჩემთან მიმართებში.

30-ში გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ 30-მდე ყოველდღიური, ყოველწუთიერი ბრძოლითა და შუეპოვრობით“, – მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა ციხიდან.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული