კვირა, ივლისი 13, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოლიტიკაპარტია "დემოკრატიული მოძრაობის" რიგგარეშე ყრილობა

პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” რიგგარეშე ყრილობა

“შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა “დემოკრატიული მოძრაობის” რიგგარეშე ყრილობა, რომელსაც 439 დელეგატი ესწრებოდა. ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინა პარტიის ახალი სახელწოდება – “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა”, რასაც ერთხმად დაუჭირეს მხარი დელეგატებმა.

პარტიის თავმჯდომარედ ისევ არჩეულია ნინო ბურჯანაძე, ხოლო გენერალურ მდივნად – გიგლა ბარამიძე. ყრილობაზე ასევე აირჩიეს 17 წევრისგან შემდგარი მთავარი საბჭო და დაამტკიცეს 3 წევრისგან შემდგარი სარევიზიო კომისია.

“ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელსაც არ ეშინია თავისუფალი და გონიერი ადამიანების, ხელისუფლება, რომელიც იბრძოლებს საშუალო ფენის გაზრდისათვის ქვეყანაში, რომელიც იზრუნებს ადამიანების დამოუკიდებლობაზე და არა ხელისუფლება, რომელსაც აწყობს, დიახ აწყობს გაღარიბებული მოსახლეობა, რომ მათი სიღარიბით და უმწეობით ისერგებლოს და არჩევნები ადვილად იყიდოს. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის და ხალხის არცერთ მოთხოვნას არ პასუხობს” – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნინო ბურჯანაძემ ყურადღება გაამახვილა, ასევე, ეროვნულ იდეოლოგიაზე, რაც უმნიშვნელოვანესად მიაჩნია გლობალიზაციის ეპოქაში.

“ერის ტრაგედიაა, როცა ქვეყანას არ გააჩნია ეროვნული იდეოლოგია. ნებისმიერი, განსაკუთრებით პატარა ქვეყნისათვის, ეროვნული იდეოლოგია სახელმწიფოს საყრდენია. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ფასეულობები, რადგან ეს არის, რეალურად, დიდ ერებში და გლობალიზაციის მორევში ათქვეფისაგან გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა. აღნიშნული, არცერთ შემთხვევაში, არ ნიშნავს ჩაკეტილობას, სხვა ერების უპატივცემულობას, ან მათი პოზიტიური მიღწევების და პროგრესულ იდეებზე უარის თქმას. ხოლო ყველაფერი უცხოურის ბრმად გადმოტანა და გაფეტიშება მარტივი გამოსავალია იმათთვის, ვინც კრიტიკული აზროვნების უნარს არ იყენებს ან არ აქვს” – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

P.S. “განახლებული ენერგიით – განახლებული საქართველოსთვის” პოლიტიკური ორგანიზაციის ლოგოს კლიპი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...