spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი ღარიბაშვილი - "ადამიანი შემოიპარა ქურდულად, ახალი დანაშაული...

ირაკლი ღარიბაშვილი – “ადამიანი შემოიპარა ქურდულად, ახალი დანაშაული ჩაიდინა, სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ, სააკაშვილი დღეს არის ციხეში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით და განმარტება გააკეთა, თუ რას გულისხმობდა, როცა ბრალის დამატების თაობაზე საუბრობდა:

,,მე ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი განცხადება არასწორად გაიგო, კიდევ ერთხელ მოუსმინონ და არასწორი ინტერპრეტაციები არ უნდა გააკეთონ: მე უბრალოდ ჩემს პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებდი – ეს ერთი; მეორე – მე არ მითქვამს, რომ თუ წესიერად არ მოიქცეოდა, ნახევრად ირონიულად, პოლიტიკურად ვუპასუხე, რომ ნებისმიერმა ასე იცით, დამწყებმა იურისტმაც, თუ პატიმარი ახალ დანაშაულს ჩაიდენს, მათ შორის, საპატიმროში, ბუნებრივია, კანონი ითვალისწინებს, რომ სხვა მუხლები, სასჯელი დაემატება.

რა თქმა უნდა, ამას მე არ ვწყვეტ, როგორც პრემიერ-მინისტრი, სააკაშვილს დააკავებდნენ თუ არ დააკავებდნენ. მიხეილ სააკაშვილი, მოგეხსენებათ, რომ არის მსჯავრდებული. იგი იყო ბრალდებული და არის კიდევაც – სხვა საქმეებზეც. მსჯავრდებული იყო 2 საქმეზე. მათ შორის არის გირგვლიანის საქმე და მიმდინარეობს ,,იმედის“ საქმე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ვალერი გელაშილის საქმეზე არის გასამართლებული. აქედან გამომდინარე, ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, ვის რა მუხლი დაემატება.

ფაქტი არის შემდეგი – პატიმარი სააკაშვილი დღეს არის ციხეში. ჩვენ შედეგზე ვილაპარაკოთ. ადამიანი შემოიპარა ქურდულად, ახალი დანაშაული ჩაიდინა, სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ.

მე კიდევ ერთელ გავაკეთებ კომენტარს, რომ ბინის კარი, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა, იმალებოდა, ჩვენმა პოლიციელებმა ამ ბინის გასაღებით გააღეს, აბსოლუტურად უხმაუროდ, ყოველგვარი გართულების გარეშე დააკავეს და მოათავსეს ციხეში.

სრული პასუხისმგებლობით გიზიარებთ ამ ინფორმაციას, რომ ეს ცირკი და შოუ, რაც ვიხილეთ, მიმდინარეობს ამ დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს: ეს არის პირადად სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე, იციან რა, რომ ყველგან დამარცხდებიან, რამენაირად ტემპერატურა აწიონ, საზოგადოებას მოაჩვენონ ისე, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“ჩასარეცხად გამზადებული კობახიძე თავისი მოკლე ჭკუით, ალიბს იქმნის მოხსნის წინ…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი, სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური...

“2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის...

“ხელისუფლების ბოლო პერიოდის საქმენი საგმირონი…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მმართველი გუნდთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...