ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა – ღირებულებააღრეულ ყოფილ ჰუმანისტთა სინდისი ალბათ ისევ ჩუმადაა, როგორც სტაბილურად ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე” – მიშა მშვილდაძე

პროდიუსერი, ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და სულიდარობას უცხადებს მას:

სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა – ღირებულებააღრეულ ყოფილ ჰუმანისტთა სინდისი ალბათ ისევ ჩუმადაა, როგორც სტაბილურად ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე.

არავითარი ნდობა და მორალური უფლება არ აქვს მდინარაძეების მესიჯებით მართულ მონების სასამართლოს, რომ გადაწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი უდანაშაულოა, დამნაშავეა, ხანგრძლივი პატიმრობა ეკუთვნის, ხანმოკლე, პირობითი მსჯავრი თუ ფულადი ჯარიმა – ამიტომ არის მიშა პოლიტიკური პატიმარი, და არა იმიტომ, რომ აბსოლუტურად უდანაშაულოა ან სრულიად დამნაშავე – მოსახლეობის თვალშისაცემი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ლიდერის უსამართლო სასამართლოში გასამართლება არის ბოროტება და სახელმწიფოს მიტაცების კიდევ ერთი დასტური.

სოლიდარობა მიშას – სოლიდარობა სისტემის ქვეშ გაჭყლეტილ ყველა ადამიანს.
ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას საკუთარ ნაბიჯებზე, მაგრამ ყველას აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება,” – წერს მიშა მშვილდაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული