შაბათი, მარტი 15, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიარასაკმარისია სახელმწიფოს მიერ ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ...

არასაკმარისია სახელმწიფოს მიერ ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯები – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოში მცხოვრებ თითოეულ არასრულწლოვანს, უსურვებს მათ ბედნიერ და ღირსეულ სიცოცხლესა და განვითარებას.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე – 1 ივნისი მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და შეახსენებს სახელმწიფოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების სრული გათვალისწინება მომავალი თაობის განვითარების აუცილებელი პირობაა და ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ამასთან, სახალხო დამცველი კვლავ არასაკმარისად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და განსაკუთრებით გამოყოფს ბავშვის ყველა სახის ძალადობისგან დაცვის საკითხს.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების მგრძნობელობა ბავშვის მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე – ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ ძალადობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე – ძალიან სუსტია. ჩვენ ძალადობად არ მივიჩნევთ ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობის მთელ სპექტრს, სანამ ძალადობა წითელ ხაზებს არ გადაკვეთს და თვალსაჩინოდ დამაზიანებელი არ გახდება. ხშირად, არც მაშინ ვაცნობიერებთ, რა დგას ერთი მძიმე ფაქტის უკან. მეტიც – გარდა იმისა, რომ გვყავს ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების უკიდურესად მცირე რაოდენობა, კვლევამ გვიჩვენა, რომ სწორედ ამ პროფესიის ადამიანების ნაწილი არ ფლობს სათანადო უნარებს, დროულად აღმოაჩინოს და გამოავლინოს ძალადობა. არადა, ძალადობის ფენომენი, პირველ რიგში, სწორედ თავის მცირე და ადრეულ გამოვლინებებში უნდა დაიძლიოს. ეს არის ძალადობის პრევენციის ძირითადი პრინციპი.

ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. სახელმწიფო არ გამოყოფს საკმარის რესურსს სფეროში განხორციელებული სისტემური ცვლილებების შესანარჩუნელად და გასაძლიერებლად. კვლავ მაღალია სიღარიბის მიზეზით ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის მაჩვენებელი. არსებული პროგრამები ვერ უზრუნველყოფს საჭიროებებზე მორგებული დახმარების შეთავაზებას. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სამსახურის შექმნა კვლავ მიმავლის საქმეა.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ სახელმწიფო მეტ ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ბავშვის ინტერესების დაცვის გაძლიერებისთვის მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“თურმე 2 კვირაა ივანიშვილი გდევნის, გითვალთვალებს და გარბიხარ ქვეყნიდან და მაინც “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობ...

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...