შაბათი, აპრილი 20, 2024

“ვლადიმერ პუტინის პირადი მტერი არ იჯდება საქართველოს ციხეში!” – ზაალ უდუმაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის დაანონსებული აქცია 14 ოქტომბერს გაიმართება, როგორც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს. მისი თქმით, არ ასრულდება არც ,,ქართული ოცნების“ და არც მოსკოვის სურვილი, რომ სააკაშვილი პატიმრობაში იყოს:

,,14 ოქტომბერს მთელი საქართველო შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე. ეს იქნება აქცია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის! ეს იქნება აქცია ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის!

ვლადიმერ პუტინის პირადი მტერი არ იჯდება საქართველოს ციხეში! ამ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს საქართველოს მოსახლეობა 14 ოქტომბერს!

არც ,,ქართულ ოცნებას“ და არც მოსკოვს არ უწერია იმ ოცნების ასრულება, რომელსაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა. ეს დიდხანს არ გაგრძელდება, მე დარწმუნებული ვარ.

როგორც ჩვენი პარტია და ასევე, მთელი საზოგადოება, მე ვფიქრობ, ამაში იქნება ერთსულოვანი. იმიტომ, რომ არ შეიძლება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, რომლის სახელსაც უკავშირდება თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბება, იყოს დღეს პატიმრობაში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული