spot_img
მთავარიღონისძიებები და დღესასწაულები,,მტკივა უშენობა, კანში ვერ ვეტევი ისე ცუდად ვარ,...

,,მტკივა უშენობა, კანში ვერ ვეტევი ისე ცუდად ვარ, გული მეგლიჯება“ – ნინო ბაუჟაძე

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას შეეწირა ახალგაზრდა გოგოს მამა ჯემალ ბაუჟაძე. დიდი გულისტკივილით სავსე, ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ნინო ბაუჟაძე და დეტალურად იხსენებს იმ ტრაგიკულ დღეს:

,,მა მართლა არ ვიცი რა გითხრა, ახლაც სიზმარში მგონია თავი. ვიცი, რომ კითხულობ ამას და ისევ ჩემთან ხარ. სული და გული მეწვის ამ ამბით, უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. 1 კვირის წინ, თბილისში რომ გამაცილე, მითხარი ოქტომბერში აუცილებლად ჩამოდი დედიკოს დაბადების დღისთვისო, დიდი ხანი ვერ მოვითმენ უშენოდო. მე შევასრულე პირობა, ჩამოვედი ოქტომბერში, მაგრამ შენ არ დამხვდი.

მტკივა უშენობა, კანში ვერ ვეტევი ისე ცუდად ვარ, გული მეგლიჯება. გუშინ გავიგე თუ არა ეს ამბავი მაშინვე დაგირეკე. გირეკავდი, მაგრამ დაკავება გქონდა, ალბათ დახმარებისთვის რეკავდი. ბოლო ფოტოზე ჩემი წერილია, რომელშიც ჯერ კიდევ იმედი მქონდა, რომ არ იყავი იმ ჯოჯოხეთში.

მთელი ღამე ვუყურებდი ლაივს და დარწმუნებულო ვიყავი, რომ სადღაც იმალებოდი და მაინც ცოცხალი დამიბრუნდებოდი. არ ვიცი უშენოდ რა უნდა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე, როგორ უნდა გავაგრძელო ყოველდღიური ცხოვრება… ისევ და ისევ შენი ხათრით შევეცდები, რომ ფეხზე დავდგე და ვიცი ამაში დამეხმარები!!!

მთელს მსოფლიოში საუკეთესო მამიკო იყავი, ხარ და იქნები! დღეს არის პირველი ღამე, როდესაც შენთან ლაპარაკის გარეშე დავიძინებ! მიყვარხარ სამუდამოდ მა…
მტკივა 9 ოქტომბრის ჯოჯოხეთური ღამე...” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ბაუჟაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...