spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითამარ ჩერგოლეიშვილი: "რატომ არ გიყვარვარ" - ამაზე მართავენ...

თამარ ჩერგოლეიშვილი: “რატომ არ გიყვარვარ” – ამაზე მართავენ ისტერიკას ნაცები…

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

“რატომ არ გიყვარვარ” – ამაზე მართავენ ისტერიკას ნაცები.

კიდევ ერთხელ, ჩვენ ვგმობთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას – ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, მიხეილ სააკაშვილის თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ლიდერის მიმართ.
უფრო მეტიც, ჩვენ კონკრეტულ და ეფექტურ ნაბიჯებს ვდგამთ, პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად და ამის მაგალითები უახლოეს წარსულში ბევრია.

მაგრამ ჩვენ არ ვართ კერპთაყვანისმცემლები და არ ვაპირებთ კერპთაყვანისმცემლურ რიტუალებში მონაწილეობას.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას მხარდამჭერები არ უჭირს – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერთპროცენტიანების გარეშეც მოახდენს “შთაბეჭდილებას”.

არაერთი პოლიტიკური დევნილი გვყავს ქვეყანაში.
არც მათთვის შეგვისრულებია რიტუალები.
უბრალოდ ვეხმარებოდით, რითაც შეგვეძლო და ზოგჯერ, ეფექტიანად.

ყველა, ვინც ილანძღება, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აყენებს ზიანს და მის მარგინალიზაციას ახდენს.
ეს იგივე ხალხია, ვისი ნაწილობრივი დამსახურებაცაა სააკაშვილის ეს მდგომარეობა.

ძალიან, ძალიან ეხმარება პროცესებს იმ “ერთ პროცენტიანი” პარტიების ლანძღვა, რომლებიც თაკო ჩარკვიანის მიერ სააკაშვილის ღვთაებად გამოცხადების აქციებზე არ დადიან.

ჩამოყალიბდით ნაცებო და მათთან მიკედლებულებო, რა გინდათ.
მხარდაჭერა გინდათ იმიტომ რომ ეს მხარდაჭერა რაღაცას ნიშნავს?
თუ არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ 2 პროცენტიანები ვართ.

რაც შეეხება სააკაშვილს, სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი – ეს არის ნათელი და ამას ვიტყვი ყველგან, სადაც ხმა მიმიწვდება.

მაგრამ არცერთ აქციაზე არ გავალ, სადაც მას ღვთაებად აცხადებენ და რომლის შინაარსიც ჩემთვის მიუღებელია.

იძახეთ ობგუნჯუ მეორე ტურის წინ.
მაგარი ტაქტიკაა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“ჩასარეცხად გამზადებული კობახიძე თავისი მოკლე ჭკუით, ალიბს იქმნის მოხსნის წინ…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი, სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...