spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ სიძულვილის, ზიზღის...

“ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ სიძულვილის, ზიზღის და ღირსების შემლახველი ენით საუბარი წინასაარჩევნო პროცესში მიუღებელია” – ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შპს „ალმას“ საკანონმდებლო წინადადების იდეას, რომლის თანახმად „საარჩევნო კოდექსში“ ან/და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლებიც შეზღუდავს/აკრძალავს თვითმმართველ ქალაქებსა და სხვა მუნიციპალიტეტებში საარჩევნო და საზოგადოებრივ პოლიტიკურ სფეროში სიძულვილის ენის შემცველი, საზოგადოების პოლარიზაციისა და აგრესიის გამომწვევი, არაეთიკური, არაკეთილსინდისიერი და სხვა პირებისა და პირთა ჯგუფებისადმი შეურაცხმყოფელი რეკლამის განთავსებას.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო წინადადებას იმ დათქმით, რომ, თუ რა ტიპის საკანონმდებლო რეგულაცია შემუშავდება, ამას კომიტეტი განსაზღვრავს.

ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ სიძულვილის, ზიზღის და ღირსების შემლახველი ენით საუბარი წინასაარჩევნო პროცესში მიუღებელია. საკანონმდებლო წინადადება არ არის კანონპროექტის სახით წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ შეგვზღუდავდა მსჯელობაში, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ავიღოთ იდეა, კონცეფცია და შინაარსი, რაც არის ჩადებული ამ წინადადებაში და ის ვაქციოთ საფუძვლად ამ საკითხზე მსჯელობისას. აღნიშნული საკითხი მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესის დროს დარეგულირდება, თუ წინასაარჩევნო პროცესის მიღმაც, ეს მსჯელობის შედეგად გამოიკვეთება“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს კანონპროექტის შემუშავების პროცესში.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად: „თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს მას ბიუროს“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

“ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ”...

საზოგადოებაში წამოწეულ კონკრეტულ საკითხებს თუ შეკითხვებს, ერთგვარი მინიშნებებით და...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული