კვირა, აპრილი 20, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად...

“ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია” – ირაკლი ღარიბაშვილი

მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა კითხვას პასუხს გავცემთ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბარში მას შემდეგ განაცხადა, რაც ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სამაშველო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს და რა გახდა ნგრევის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს:

ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 15 ადამიანამდე არის მოყოლილი.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს ადგილზე, ყველა საშუალება აქვთ მათ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

წინასწარ არ მინდა მიზეზების თაობაზე ვილაპარაკო, ბუნებრივია, გამოძიება მუშაობს ამის თაობაზე და ყველაფერს დაადგენს. არსებობს ბევრი ვერსია და მინდა დაგარწმუნოთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კითხვას პასუხს გავცემთ.

მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვერსიები, ამის თაობაზე მანაც განაცხადა საჯაროდ, თუმცა წინასწარ არ მინდა რაიმე დასკვნის გაკეთება, ჯობია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

“იმ დიდი სტრატეგოსების თავში ჩამახედა, გახარიას რომ ქაჩავდნენ, ქოცებს ვასუსტებთო😅” – ნინო ჯანგირაშვილი

საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიასა და კომისიის წევრებს შორის გამართულ...

“სოლიდარობა ბრწყინვალე დათო დოიაშვილს და თეატრის უნიჭიერეს დასს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...