spot_img
მთავარისოფლის მეურნეობა"მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი...

“მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 168 მლნ აშშ დოლარს აღწევს” – სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 168 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 11%-ით მეტია, 12%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 24% (4156777), ჩინეთი – 16% (3961484), ლატვია – 2% (1218075), ლიეტუვა – 36% (744600), აშშ – 18% (807413), გერმანია – 21% (604136) და დიდი ბრიტანეთი – 178% (513724).

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.

მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 88% (261538), შვედეთი – 59% (96400), ჩეხეთი – 202% (112356), საფრანგეთი – 7% (56800), ყაზახეთი – 32% (2805598), ისრაელი – 28% (304827), აზერბაიჯანი – 21% (162527), თურქეთი – 209% (93330), უკრაინა – 8% (8609575), რუსეთი – 7% (43350901), მონღოლეთი – 146% (362370), ბელარუსი – 12% (2642509) და ა.შ.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 397-მა კომპანიამ განახორციელა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...