spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ არის ვლადიმერ პუტინის პირადი...

“მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ არის ვლადიმერ პუტინის პირადი ტუსაღი” – დიმიტრი საძაგლიშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საპატიმროში მონახულების შემდეგ, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტაში აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად შიმშლობისა, არის საკმაოდ მხნედ და ასევე აღნიშნა, რომ რუსთავის ციხესთან გამართული აქციის შემდეგ, ყოფილ პრეზიდენტს ტელევიზორი შეუტანეს და ახლა მას შესაძლებელობა აქვს თვალყური ადევნოს მიმდინარე მოვლენებს:

,,ის არის მხნედ მიუხედავად იმისა, რომ 8 დღეა უკვე შიმშილობს. ბუნებრივია, შიმშლობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზეგავლენას მოახდენს მის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამ მომენტისთვის ის არის ძალიან მხნედ. მას მიაჩნია, რომ არის ვლადიმერ პუტინის პირადი ტუსაღი.

ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ მიხეილ სააკაშვილს გუშინ საღამოს შეუტანეს ტელევიზორი, მას შემდეგ, რაც აქ გაიმართა აქცია და ჩაურთეს საინფორმაციო საშუალება. იგი თავად გაეცნო უკვე იმას, თუ როგორ უცხადებენ სოლიდარობას ადამიანები და დაგვაბარა ძალიან დიდ მადლობა, ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც სოლიდარობას უცხადებს მას, გულშემატკივრობს.

მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი ბრძოლისთვის.

ექიმებთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩაბარებული გვაქვს განცხადება და შესაბამისად ველოდებით პასუხს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან. ეს არ არის სტანდარტული განცხადება. ადამიანი შიმშილობს და მოვითხოვეთ მისი პირადი ექიმის შეშვება. 5 დღეში კი არა 5 საათში უნდა ყოფილიყო პასუხი, მე თუ მკითხავთ“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე მამაჩემი თვალებში ამაყად მიყურებს იმიტომ, რომ სიკეთის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა ცხოვრებაში...

"ბატონ ირაკლი ხუსკივაძეს მინდა მივმართო - მაინტერესებს, მაშინ მაინც...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...