spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი ღარიბაშვილი ვერ იქცა არათუ საქართველოს, ,,ქართული ოცნების“...

“ირაკლი ღარიბაშვილი ვერ იქცა არათუ საქართველოს, ,,ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრადაც, ის არის ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი” – პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ირონიულ კომენტარს აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით და აღნიშნავს, რომ ის არათუ საქართველოს, იგი ვერც იქცა ,,ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრადაც. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მმართველი ხელისუფლების წარმოადგენლებს მხოლოდ სისუსტის განცდა აიძულებთ, რომ საზოგადოების წინაშე წარმოჩნდნენ ძლიერები:

,,სამწუხაროა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მცდელობის მიუხედავად, ვერ იქცა არათუ საქართველოს, ,,ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრადაც, ის არის ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი.

მან ეს არაერთხელ დაადასტურა, როცა ბიძინაობა მოგვილოცა ყველას, დაგვიდგინა დღე, როცა ყოფილი პრეზიდენტის დაჭერა მიუძღვნა ბიძინა ივანიშვილს. ამას აკეთებენ ჩრდილოეთ კორეაში და ისეთ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური კულტურა არის ძალიან დაბალი.

ცუდია ასეთი ხალხი რომ არის ხელისუფლებაში! ცნობილი გამოთქმაა ხომ, არ გვინდა ესეთი ხალხი ხელისუფლებაშიო, რადგან თავის დონემდე დაიყვანენ საქართველოს. თუ ასე გაგრძელდება სწორედ ღარიბაშვილის დონეზე დავა საქართველო.

განცხადებას, მუქარას რაც შეეხება – ეს არის ,,ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი სტილი. რატომ? – იმიტომ, რომ მათ არ აქვთ პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე. ის, რომ ვიღაცის წინაშე აქვს ანგარიშვალდებულება – სისუსტის განცდა აიძულებს, რომ ძლიერი წარმოჩნდეს საზოგადოების წინაშე და ამიტომ ლაპარაკობენ ყოველთვის ისინი ძალის ენით, ძალის პოზიციით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ეს არ არის ჩვენი არჩევანი – ეს არის იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის”...

ტელეკომპანია „თრიალეთი“, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს: "ხელისუფლების...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...