სამშაბათი, აპრილი 22, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში ჩვენ რაღაც...

“ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში ჩვენ რაღაც ფორმით მაინც უნდა ვიყოთ” – დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატთან დაკავშირებით

საქართველომ უკვე შეიძინა რეგიონული მოთამაშის საკმაოდ ძლიერი ფუნქცია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა:

მე დიპლომატიური საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება მაქვს და ეს მუდმივად იყო ჩვენი ამბიცია, რომ საქართველოს გარკვეული წვლილი შეეტანა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, მაგრამ ეს ვერ ხერხდებოდა. დღეს, ამ 30 წლის განმავლობაში პირველად, საქართველო უკვე თავის მნიშვნელოვან როლს და ფუნქციას ასრულებს. მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის უშუალო ინიციატივით და მედიაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან აქტიური კომუნიკაციით, საქართველოს მთავრობამ მოახერხა, პირველ რიგში, განეხორციელებინა პირველი ნაბიჯები და ის პირველი ნაბიჯები, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის კუთხით გადაიდგა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მოხდა. ეს იყო მისი მედიაციის შედეგი. ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი. ამაზე აუცილებლად დასაშენებელია შემდგომი ნაბიჯები და ჩვენ პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ, არა მხოლოდ მეზობლებთან სამხრეთ კავკასიაში, არამედ ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რომლებისგანაც ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ამ განცხადებით დავით ზალკალიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიძლება თუ არა, რეგიონული სამშვიდობო მედიატორის კონტექსტში თბილისი სამმხრივი მოლაპარაკების ადგილად იქცეს და გახდება თუ არა თბილისი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებისთვის ერთგვარი პლატფორმა.

მისი თქმით, საქართველო ცდილობს, თბილისი იქცეს დიალოგისთვის ერთგვარ პლატფორმად.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ვადებზეა საუბარი ამის განსახორციელებლად, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ კონკრეტულ ვადებზე საუბარი ძნელია, რადგან ეს დამოკიდებულია საქართველოს მეზობლებისა და მეგობრების პოლიტიკურ მზაობაზე, რამდენად წამოვლენ ამაზე, თუმცა ამის შესაძლებლობას ხედავს.

მე ვხედავ ამის შესაძლებლობას. ამის საფუძველს მაძლევს იგივე ის განცხადებები, რომლებიც შეხვედრის მზაობის შესახებ კეთდება; თუნდაც, მინსკის ფორმატში, გენერალური ასამბლეის ფარგლებში იყო ასეთი შეხვედრა; ასევე, ის ინფორმაცია, რაც ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგების მხრიდან გვაქვს, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ როლის ჩვენ თავზე აღება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეკითხვაზე, როგორია საქართველოს პოზიცია 3+3 ფორმატთან დაკავშირებით, ზალკალიანმა განაცხადა, რომ ამ ფორმატში საქართველოს მონაწილეობა ძალიან გაჭირდება, ოკუპანტ ქვეყანასთან, თუმცა საქართველო ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით მაინც უნდა იყოს, რომ ქვეყანამ თავისი როლი და ფუნქცია არ დაკარგოს, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე.

რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თუმცა, მინდა, საზოგადოებას ფიქრისთვის მივაწოდო ასეთი პოზიცია – ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში ჩვენ რაღაც ფორმით მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე. რა თქმა უნდა, წითელი ხაზი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აუცილებელია, ჩვენ არ ჩამოვრჩეთ იმ პროცესებს, რაც რეგიონში ვითარდება და აუცილებლად ვიყოთ ყველა ახალ, თუნდაც, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც შეიძლება, აცდეს საქართველოს და ამით საქართველომ თავისი როლი და ფუნქცია დაკარგოს. ამიტომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტი პოზიცია გვქონდეს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდეს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღნიშნული პოზიციები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივი არხის გადაცემა “დღის თემა”-ში დააფიქსირა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ამათი დიაგნოზი ცნობილია, მაგრამ ვინც ამ ბოდვას კიდევ უსმენს და იჯერებს, ისინიც ჩვენი საშველი...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გეოპოლიტიკურ შეუსაბამობაზე საუბრობს, მმართველი პარტიის პოზიციასთან...

ირაკლი ზარქუა: “რეჟიმი გასამართლდება – ამას აქვს თავისი ვადა”

პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მმართველი პარტიის...

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...