პარასკევი, აპრილი 19, 2024

დავით კირკიტაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითქმის 6-თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე.

პროკურატურასა და ბრალდებულს შორის მოხდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და სასამართლომ სასჯელის სახით 2-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა ბრალდებულს, რასაც დაეთანხმა დავით კირკიტაძე და მისი უფლებადამცველი.

გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა ოპოზიციონერმა ლიდერმა:

პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ამ თვეების განმავლობაში, მხარდაჭერა აღმომიჩინეს, ჩემ გვერდით იდგნენ და ეს ძალიან მამხნევებდა.

მეორე – ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ, გნებავთ ავტობუსი დაგიყენოთ წინ, გნებავთ ეროვნულ ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო.

და მესამე: რაც შეხება იმ კონკრეტულ ინციდენტს, რომელიც მოხდა 16 დეკემბერს. მთელმა საქართველომ იხილა, რაც მოხდა და ჩემი მოქმედება იყო ერთადერთი მიზნისკენ მიმართული, რათა გამეთავისუფლებინა გზა მომიტინგეებისათვის და მიმეცა საშუალება, თელავში ჩასულიყო ის ხალხი, რომელიც მიდიოდა ყველაზე უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონოდ აღგვიკვეთა ჩვენი კონსტიტუციური უფლება, გადაადგილების უფლება, მიუხედავად ამისა მე მაინც გულწრფელად ადამიანურად ძალიან ვწუხდი, რომ დაპირისპირება მოხდა ჩემსა და პოლიციელს შორის, იმიტომ რომ პოლიციელის პრესტიჟზე ჩვენ ძალიან ვზრუნავთ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც პოლიციას აყენებენ იმ მდგომარეობაში, რომ საზოგადოებასთან შევიდნენ დაპირისპირებაში და ბოლოს ეს არაერთხელ ვიხილეთ. ჩემი პირადად და ჩვენი პატივისცემა, კიდევ ერთხელ, მინდა დავუდასტურო რიგით პოლიციელებს და არა მათ უფროსებს, რომლებიც უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ” – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული