კვირა, ივლისი 13, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებისაცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 66 ოჯახს გადაეცემა

საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 66 ოჯახს გადაეცემა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ 66 ოჯახს, რომლებსაც წლების განმავლობაში ფართის დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებლები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც 2017 წელს დავდეთ პირობა, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით, ისევე, როგორც სხვა ბევრი პრობლემა მოვაგვარეთ და დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება. უკვე დაკმაყოფილებულია 2 000-ზე მეტი ოჯახი, დღეს კი გვინდა, 66 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად. მათ გადაეცემათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მათგან 63 ოჯახი ნაძალადევში ცხოვრობს, ხოლო 3 – მთაწმინდაზე. ვულოცავ ამ ოჯახებს, მინდა, ყველას წარმატებები და სიხარული ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა ამავე პრობლემის მქონე მოქალაქეებს მოუწოდა, მიმართონ თავიანთი რაიონების გამგეობებს, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტაცია საჭირო საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...