პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიადა მარშანიას ხმაურიანი პროტესტი პარლამენტში

ადა მარშანიას ხმაურიანი პროტესტი პარლამენტში

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერმინისტრს მოუსმინეს.

პარლამენტის ეს მოსმენა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა და დაპირისპირებისა თუ ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ყველაზე ორიგინალური მაინც დეპუტატ ადა მარშანიას პროტესტი იყო, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა და პროტესტის ნიშნად, რეგლამენტის შესაბამისად დადგენილი, დღევანდელი დღის გრაფიკი დახია. ამის ძირითადი მიზეზი კი იყო ბიუროზე დამტკიცებული რეგლამენტი, რის გამოც დეპუტატებს კითხვის დასასმელად დრო ჰქონდათ შეზღუდული.

ჩვენ არ ვესწრებოდით იმ ბიურის სხდომას, სადაც ეს სამარცხვინო გრაფიკი იყო დამტკიცებული. არ ვეთანხმებით მას, აი ეს არის თქვენი გრაფიკი (და ამ დროს ადა მარშანია ახდენს შესაბამისი გრაფიკის დახევას), ეს არის დაცინვა, ეს არის თამაში, ეს არის სპექტაკლი – ეს პირველი.

მეორე – პლენარული სხდომა, სესია არის უმაღლესი კანონი პარლამენტში, ჩვენ პლენარული სხდომითაც შეგვიძლია კანონების შეცვლა, ეს თქვენ თუ იცით, ამის შეხსენება მინდა თქვენთვის.

არ ვეთანხმებით ჩვენ ამ გრაფიკს, თავად ბიურო გადადგეს, რომელმაც ეს გრაფიკი დაამტკიცა, სამარცხვინო. აი, თქვენი გრაფიკი, გადავხიე, არ ვეთანხმები მას, არ ვემორჩილები მას” – განაცხადა ადა მარშანიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ზოგიერთი აქაური “ექსპერტის” წიაღსვლები საოცარიც არის, სასაცილოც და ამავე დროს სამწუხაროც” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტში კონკრეტულ პოზიციებს...

“ნაცობა” არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის წევრობა ან მხარდამჭერობა, იგი არის იდეოლოგია, რომელიც...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოს პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი...

“დიქტატურის შემდეგი ნაბიჯები უახლოეს თვეებში ყველა დამოუკიდებელი პლატფორმის გაუქმებაა…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტიულებო, ჩემზე მეტად გიყვართ და გტკივათ???” – ლიკა გამრეკელი

ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ლიკა გამრეკელი,...