კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპარლამენტმა 79 ხმით ნიკანორ მელიას პარლამენტის წევრის სტატუსი...

პარლამენტმა 79 ხმით ნიკანორ მელიას პარლამენტის წევრის სტატუსი შეუწყვიტა

პარლამენტმა ნიკანორ მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი 79 ხმით დაუჭირა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 2021 წლის 3 აგვისტოს ნიკანორ მელიამ წერილობით მიმართა პარლამენტს მისი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შეისწავლა მისი განცხადება, საკომიტეტო მოსმენაზე იმსჯელეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მისი გუნდის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ წუხდნენ ნიკანორ მელიას მხრიდან ამ პოზიციის დაფიქსირების გამო. ჩვენ კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად განვიხილეთ ეს საკითხი და მივიღეთ კომიტეტის დასკვნა“, -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ნიკანორ მელიას განცხადებასთან ერთად კიდევ 50 დეპუტატის განცხადება იყო ასეთი და არცერთი არ დაკმაყოფილდა პარლამენტის მხრიდან.

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, აღნიშნული პროცედურა რეგლამენტით არის გაწერილი და ნიკანორ მელიას განცხადების დაკმაყოფილების საკითხის განხილვა ზუსტად ჯდება რეგლამენტის მუხლებით მითითებულ ვადებში.

ჩვენ გადაწყვეტილებები მივიღეთ პოლიტიკური კონტექსტიდან გამიჯნულად. პარლამენტისთვის თქვენგან საბოტაჟის გამოცხადების პერიოდში კომიტეტმა ყველა იმ დეპუტატზე დადო ზუსტად ანალოგიური დასკვნა. პარლამენტის გადასაწყვეტია დააკმაყოფილებს თუ არა ამ საკითხს. წინა შემთხვევაში რატომაც არ დააკმაყოფილა ეს განცხადებები, კარგად მოგეხსენებათ – ჩვენ არ გვინდოდა საქართველოში დემოკრატია სწრაფად დასამარებულიყო იმ ადამიანის კარნახით, რომელიც ხელს აწერდა შარლ მიშელის დოკუმენტს და ასი დღის შემდეგ უარს ამბობს პარლამენტის წევრობაზე და იმ ადამიანის კარნახით, რომელიც დღეს საპყრობილეში იმყოფება და რევოლუციური სცენარების განვითარებით მუდმივად არის დაკავებული. გვინდოდა დავრჩენილიყავით საპარლამენტო დემოკრატიის ერთგულნი და საერთაშორისო პარტნიორების იმ თანამშრომლობის სულისკვეთებით, რითაც ჩვენ ეს მედიაცია ამ ხნის განმავლობაში მოვიტანეთ აქამდე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...