კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კობახიძე - "ჩვენ მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია,...

ირაკლი კობახიძე – “ჩვენ მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგ არჩევნები ჩატარდება 2024 წელს”

ჩვენ მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგ არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ეს ყველაფერი არის იმისი გარანტია, რომ შემდეგი სამი წელი იქნება საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების სამი წელიწადი. აქედან გამოდინარე, გილოცავთ კიდევ ერთხელ 2 ოქტომბრის გამარჯვებას, რაც არის საქართველოს თითოეული მოქალაქის გამარჯვება“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს.

მისი შეფასებით, არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელსაც აქვს თავის პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც არ სურს წარსულში დაბრუნება, არ სურს ძალადობა, რომელმაც უარი უთხრა სიცრუეს და ამ საზოგადოებას სურს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებში კიდევ უფრო მეტად და დამატებით კიდევ ერთხელ გაიმყარა თავისი დემოკრატიული მანდატი.

ჩვენ ამ არჩევნებში მივიღეთ ამომრჩეველთა ხმების 47% ანუ გავიმეორეთ ის შედეგი, რომლიც გვქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებში. „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მერვედ გაიმარჯვა საერთო ეროვნულ არჩევნებში, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებისგან „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა და ჩვენი დემოკრატიული მანდატი არის შესაბამისად ძალიან ძლიერი“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, ადგილობრივმა არჩევნებმა ასევე აჩვენა, რომ ის ექვსთვიანი საბოტაჟი, რომელიც გამოუცხდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ქვეყნას რადიკალურმა ოპოზიციამ და რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, იყო ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.

ამ არჩევნებით დადასტურდა ის, რომ წინა არჩევნები იყო სუფთად ჩატარებული და არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობდა გაყალბებაზე საუბრისათვის. გაყალბებაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ პივიტის ჭრილში ან იმ რიტორიკის ჭრილში, რომელიც ჰქონდა მაშინ რადიკალურ ოპოზიციას. საპარლამენტო არჩევნები იყო სუფთად ჩატარებული და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...