თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასებისას, პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე, ე.წ. შუაშისტური პარტიების გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს:
“მოკლედ, ამ არჩევნების მთავარი დასკვნა არის შემდეგი: ე.წ. შუაშისტური პარტიები თუ არ გამსხვილდა და გაძლიერდა, ვადამდელი იქნება არჩევნები თუ კონსტიტუციურ ვადებში, ქვეყანა მუდამ იქნება ორი ძალის – “ოცნების” და “ნაციონალების” მძევალი. ჩამოყალიბებული დემოკრატიის ქვეყნებში ამაში ცუდი და უჩვეულო არაფერია, მაგრამ ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, მუდამ იქნება ერთპარტიული მმართველობა, მზარდი ავტორიტარიზმით და შესაბამისად, არჩევანის გაკეთება მოგვიწევს ცუდსა და უარესს შორის,” – წერს ხათუნა ლაგაზიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

