spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სად არის საპროტესტო აქციები და რევოლუცია?!" - თეა...

“სად არის საპროტესტო აქციები და რევოლუცია?!” – თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციას მიუსამძიმრა ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა და განაცხადა, რომ მომდევნო 3 წელი არ იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ასევე, ხელისუფლების ოპონენტებს შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს დაპატიმრებულია:

,,ჩვენმა პარტიამ დადო ის შედეგი, რომელიც ბევრად მეტია ვიდრე ვიღაცისთვის სასურველი 43 და ნაკლები პროცენტი. შესაბამისად, ასევე მარცხი განიცადა პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც ფიქრობდა, რომ დღეს ისაუბრებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად, მათ მოუწიათ უკვე, რომ ამ იდეას დამშვიდობებოდნენ.

ჩვენ გავაგრძელებთ მომდევნო 3 წელი ცხოვრებას მშვიდობიან, სტაბილურ და იმედი მაქვს, ცოტა უფრო მეტად პოლიტიკურად დამშვიდებულ ატმოსფეროში.

დღეს, მავანი ფიქრობდა, რომ იქნებოდა ხელისუფლებაში, თუმცა ახლა დასრულდა მთავრობის სხდომა და კვლავ მთავრობას ხელმძღვანელობდა ირაკლი ღარიბაშვილი. შესაბამისად, ეს იმედგაცრუებაც არის მათ ანგარიშზე და მათი ბელადი არის ციხეში.

კარგია მეორე ტური. ოპოზიციას ისღა დარჩენია, რამდენიმე ადგილას ჩვენს ქვეყანაში, მეორე ტურში მონაწლეობა მიიღოს.

სად არის საპროტესტო აქციები და რევოლუცია?! რატომ არის დღეს ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი?! რიგგარეშე არჩევნები არ არის, ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, ,,ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში – ამას გისამძიმრებთ და მივესალმები იმ უპრეცედენტო ძალისხმევას, რომელიც ცესკომ გაწია და თქვენ გაგაჩუმათ თავისი ძალიან მაგარი საქმიანობით და ,,ორგანიზებულიო“ – ასე თქვა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე ვიდეომიმართვით მხარდაჭერას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის...

“შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური” – კახა კალაძე

„ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,...

“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა...

პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს "ქრონიკა +"-ის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...