ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
9.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში" - კახა...

“მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში” – კახა კალაძე

ცესკოს პირველადი მონაცემებით თბილისის მერის არჩევნებმა პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დაინიშნება მეორე ტური. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე:

პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საარჩევნო პროცესში პირველივე დღიდან იყო ჩართული.

ძალიან ვაფასებ იმ ნდობას, რომელსაც გამოხატავთ ჩემს მიმართ. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაიდო 48 პროცენტიანი შედეგი. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ. თუმცა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა.

დღეს, არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას რამ გამოიწვია ეს შედეგი – პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ. ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესშიც ყველა აქტუალურ საკითხზე შესაბამისი ყურადღება ვერ გავამახვილეთ. ამისთვის ბოდიში.

მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერითა და თანადგომით, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განსახორციელებელი, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს დედაქალაქს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი და ჩვენ ყველა გავიმარჯვებთ!” – აცხადებს კახა კალაძე.

ინფორმაციას, პარეტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ”...

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე...

“წინააღმდეგობის პლატფორმა”: “საქართველო არ არის ივანიშვილისა და მისი არალეგიტიმური დაჯგუფების მძევალი”

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი "წინააღმდეგობის პლატფორმა" განცხადებას...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...