ორშაბათი, ივლისი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მმართველი და ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალა, დღესაც გარიგდნენ...

“მმართველი და ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალა, დღესაც გარიგდნენ ჩვენს სამაგალითო დასჯაზე” – შალვა ნათელაშვილი

არჩევნების დასრულებისა და ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში, საზოგადოებისთვის პარტიის ერთგვარი ანგარიში გამოაქვეყნა “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა:

მოკლედ ამ ეტაპზე ლეიბორისტული პარტიის მარტვილობა გამოიყურება ასე:

ჩვენს მიერ ოპოზიციის გლობალურმა, უპრეცენდენტო კოორდინაციამ შეარყია მმართველი რეჟიმი, ქვეყანა გადავიდა პარტიულ-პროპორციულ სისტემაზე, განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ბევრი ლიდერი თუ მასმედიის მმართველი გადაურჩა დაჭერას, ხოლო ოლიგარქიული რეჟიმი მოექცა საერთაშორისო წნეხში.

ამის შემდეგ ამუშავდა მილიონები, გავლენის ყველა საშინაო და საერთაშორისო ბერკეტი და ოპოზიცია შეყარეს პარლამენტში, რაზედაც ვერ დაითანხმეს, ვერ მოდრიკეს მხოლოდ ერთადერთი ლეიბორისტული პარტია და თქვენი მონა-მორჩილი.

შემდეგ მმართველი პარტიის და სხვა ოპოზიციის ინტერესები მოვიდა სრულ თანხვედრაში ჩვენს წინააღმდეგ – ერთობლივად მიიღეს კანონი ლეიბორისტული პარტიის ფაქტობრივ აკრძალვაზე, სრულად ჩამოგვართვეს კომისიაში წევრები და წარმომადგენლები, სარეკლამო ლიმიტი და ბოლოს უმცირესი დაფინანსებაც.

ბუნებრივია, რომ მმართველი და ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალა, დღესაც გარიგდნენ ჩვენს სამაგალითო დასჯაზე. ამ შეთქმულების ერთ-ერთი გამოკვეთილი კოორდინატორი, როგორც იცით, იყო ნიკა გვარამია. თავად სააკაშვილს, რომ ბავშვობიდან ვძულვართ ალბათ ეს იცით. ნუ ივანიშვილის ჩვენდამი სუპერ-ცხოველურ მტრობაზე აღარ ვსაუბრობ. თუმცა ესენი ვერაფერს იზამდნენ ხალხი რომ გვედგეს გვერდით.

მოკლედ, საცოდავია ეს ქვეყანა, ასეთი პოზიცია/ოპოზიციის ხელში. მას ძალიან მძიმე მომავალი ელოდება, რაზედაც მე პასუხისმგებლობას ვიხსნი და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებ. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ივანიშვილ-სააკაშვილ-ნარკოლობისტურ-ბანკირ-უშიშროება-ჩხარტიშვილის პარტიები. თავს ვხრი ჩვენი მომხრეების წინაშე, რომელთა მუხტიც, ადრე თუ გვიან, გადაარჩენს ამ ქვეყანას თუ მას გადარჩენა უწერია“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შალვა ნათელაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...