ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს აღუდგინდა უკრაინის მოქალაქეობა.

მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის! დიდება უკრაინას!” – დაუყოვნებლივ გამოეხმაურა სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება!

აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა ვარშავაში უკრაინის საელჩოს მიმართა, რათა ამ ქვეყანაში შესასვლელად საჭირო საბუთები აეღო.

მალევე სააკაშვილის ფეისბუკ-გვერდზე გაჩნდა ფოტოები და სამადლობელო განცხადება უკვე უკრაინის საელჩოს მისამართით:

  

უკრაინის მშვენიერმა კონსულმა ვარშავის საელჩოში უკრაინაში დასაბრუნებელი პირადობის დამადასტურებელი საბუთები გადმომცა.

ახლა კი აეროპორტში და კიევში!

კიევში გაფრენის წინ ჟურნალისტთან საუბარში, აღნიშნა, რომ რაც ახლა ხდება უკრაინაში, მოხდება საქართველოშიც, რომ იგი ბრუნდება უკრაინაში და დაბრუნდება საქართველოშიც.

ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდება საქართველოში.

ეს არის დიდი უსამართლობა, რაც ხდება საქართველოში, ზუსტად ასეთი რამე ხდებოდა უკრაინაში.

უკრაინაში გუშინ იყო იმხელა აჟიოტაჟი იყო, მე თვითონაც გაოგნებული ვარ. რამდენ ადამიანს ვყვარებივარ, თურმე, იმ ქვეყანაში. მე კი არ ვყვარებივარ, სამართლიანობის გრძნობა უყვართ. ძალიან სამართლიანი და თავისუფლების მოყვარე ხალხია. თავისუფლების შეზღუდვას და უსამართლობას ვერ იტანენ და რომ აღდგა სამართლიანობა, ამაზე ჰქონდეთ სწორი რეაქცია. მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ უკრაინის პრეზიდენტის” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავის აეროპორტში.

რამდენიმე საათში ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში ჩაფრინდა, სადაც თავისი თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების გარემოცვაში კიდევ ერთი განცხადება გააკეთა:

მე არ ჩამოვსულვარ აქ რომ ვინმეს სამაგიერო გადავუხადო, ვინმე დავსაჯო.

მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე, მე ოდესაში შევძელი რაღაცეების გაკეთება. მე არ მომცეს დიდი აღმშენებლობის რეალიზების საშუალება.

მე მინდა მილიონობით უკრაინელთან ერთად, როგორც კი მომეცა ისტორიული შანსი, უკრაინის ახალ პრეზიდენტთან ერთად, ახალ გუნდთან ერთად, მონაწილეობა მივიღო ახალი უკრაინის მშენებლობაში“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული