ორშაბათი, ივნისი 30, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიავდგეთ ხვალ, დავდგეთ რიგში, ავიღოთ ბიულეტენები და დავასრულოთ...

ავდგეთ ხვალ, დავდგეთ რიგში, ავიღოთ ბიულეტენები და დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის ,,ოცნება“ – ნიკა მელია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, რომ 2 ოქტომბერი მნიშნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში და თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ოპოზიცონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნება“ ისტერიაშია ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის ჩამოსვლის გამო, თუმცა მიხეილ სააკაშვილისთვის ციხეში ყოფნა არაფერია, რადგან ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ, ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც:

,,მოგესალმებით მეგობრებო და მოგესალმებით გამარჯვების სრული რწმენით – ეს ერთი! მოგესალმებით უზღვავი ენერგიით და იმედით სავსე – ეს ორი. ასეა ეს და უბრალოდ გიზიარებთ ამ ჩემს ემოციებს, მაგრამ ემოციები იქით იყოს.

ხვალ კი რეფერენდუმი გვაქვს ქვეყანაში. კენჭისყრა გვაქვს ქვეყანაში, რომლითაც ჩვენ ყველანი, დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ მოვიშორებთ ქვეყნის დამაქცევარ ხელისუფლებას. გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ დავადგებით ნათელი მომავლის გზას. აი იმ მომავლის, სადაც არც სიღარიბეა და არც შიმშილი. აი იმ მომავლის გზას დავადგებით, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლებაა. სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებელია. პოლიცია მთლიანად დეპოლიტიზირებულია; სუს-ად წოდებული სამარცხვინო პოლიტიკური ჟანდარმერია კი გაუქმებულია;

დღეს ყველა ვხედავთ ,,ოცნების“ ისტერიასა და ჩამოშლას მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების გამო. ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მე-3 პრეზიდენტი დევნილად. მთელ მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა. ძებნილად არ გაეხადათ კაცი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას. მას სრული უფლება ჰქონდა, თავის ქვეყანაში ჩამოსვლის. დღეს ის ნამდვილად საქართველოშია! ის დააკავეს, მაგრამ მან იცოდა რაზე მოდიოდა! შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი!

ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ, ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც! ციხეში ყოფნა არაა პრობლემა – განსაკუთრებით მისთვის. პრობლემა არის, როცა ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს.

საერთო გამარჯვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას! – ჯერ ციხიდან, მაგრამ ძალიან მალე თავისუფლებაზე!

მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, რაც თქვა. ეს თავდადებული ნაბიჯია! მან თავისი თავისუფლება დათმო ამ რეჟიმის დამარცხებისთვის. ჩვენი თავდადება კი დღეს და ხვალ ბევრად მარტივ რამეში უნდა გამოვხატოთ: ავდგეთ ხვალ, დავდგეთ რიგში, ავიღოთ ბიულეტენები და დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის ,,ოცნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7...

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...