ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარი კიდევ უფრო გაუფასურდა, ანტირეკორდი დოლართან მიმართებაში -...

ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა, ანტირეკორდი დოლართან მიმართებაში – “გამყარდა”…

დღევანდელი ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ხვალიდან შევა ძალაში. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ლარის დოლართან მიმართებაში დაფიქსირებული გაუფასურების ანტირეკორდი დღეს კიდევ უფრო “გამყარდა” და 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება გახდა –  2.7997 ლარი, წინა დღის კურსთან შედარებით კიდევ 0.0121 ლარით გაუფასურდა, რაც საკმაოდ საგანგაშო სიგნალია და სამომხმარებლო ბაზარზე ცალკეული პროდუქტის საგრძნობი გაძვირების წინაპირობა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა, ბოლო სამ თვეში, კატასტროფულად გაუფასურდა. მიმდინარე წლის 1 მარტის გაცვლით კურსთან შედარებით, როცა 1 აშშ დოლარი 2.6794 ლარი ღირდა, დღეს დაფიქსირებული კურსის შესაბამისად 0.1203 ლარით გაუფასურდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც:

ევროსთან მიმართებაში 0.0054 ლარით გაუფასურდა და 1 ევრო ეღირება 3.1236₾;

გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში გაუფასურდა 0.0070 ლარით და 1 გირვანქა სტერლინგი ეღირება 3.5408₾;

10 ისრაელის შეკელთან მიმართებაში გაუფასურდა 0.0096 ლარით და ხვალიდან 10 ისრაელის შეკელი ეღირება 7.7423₾;

ქუვეითურ დინართან მიმართებაში გაუფასურდა 0.0096 ლარით და 1 ქუვეითური დინარი ეღირება 9.1974₾;

საყურადღებო ფაქტია, რომ ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებაშიც – 0.0045 ლარით და 1 თურქული ლირა ეღირება 0.4656₾.

P.S. უნდა აღინიშნოს, რომ სავალუტე ჯიხურების ტაბლოებზე, 29 მაისს, ლარის კიდევ უფრო გაუფასურებულ მაჩვენებლებს ვნახულობთ…

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 29-31 მარტის პერიოდისთვის

28 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ასეთი რეალობის წინაშე თუ აღმოვჩნდით, ესენი გაქცევას ვერ მოასწრებენ” – რომან გოცირიძე საბანკო ბარათებთან...

"ვიზა" და "მასტერქარდის" საბანკო ბარათებთან დაკავშირებით, პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ “დიფ სთეითი” ბიძინა ყოფილა და პროკურორს ეტყვიან – შიგნიდან...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოლიტ-ირონიული ვარაუდი: "ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...

“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...