spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი და შემოიჭრა საქართველოში...

“თუ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი და შემოიჭრა საქართველოში უკანონო გზით – ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ნებისმიერი სხვა განცხადება მშვიდობიანი არჩევნების ჩატარების თაობაზე ყოფილა ტყუილი” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ვარაუდი გამოთქვა და შეფასება გააკეთა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ბევრი ვარიანტის განხილვა შეიძლება, თუ როგორ შეიძლება შემოსულიყო ქვეყანაში:

,,იმაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რაც გითხარით. კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოვიდა კომპეტენტური სტრუქტურები და განცხადებები გააკეთეს – ეგ ერთი.

მეორე საკითხია ის, რომ ვერც მისი მხარდამჭერები მთლად ვაჟკაცურად ვერ ამბობენ იმას, რომ გადმოკვეთა საზღვარი და ჩუმად შემოიპარა, კანონდარღვევით საქართველოში.

ნუ არის ვარიანტი, ვთქვათ, რომ რუსეთს ხელი შეეწყო გადმოეკვეთა საზღვარი ჯერ აფხაზეთის და შემდეგ, აი, იქ რაღაცა შემოპარულიყო – მათივე დახმარებით. ბევრი სხვა ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ ესეთი რამ არ მომხდარა!

თუ ესეთი რამ მოხდა და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია ასეთი პოლიტიკური პოზიცია, რომ მათი ლიდერი ნამდვილად აქ იმყოფება და მან კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი, შემოიჭრა საქართველოში უკანონო გზით – ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ნებისმიერი სხვა განცხადება მშვიდობიანი არჩევნების ჩატარების თაობაზე ყოფილა ტყუილი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა...

პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს "ქრონიკა +"-ის...

“მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე ვიდეომიმართვით მხარდაჭერას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის...

“ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები, მაგრამ უნდა ვილოცოთ” – შიო III

✨ „აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის... ლოცვას არ აქვს არც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...