კვირა, ივნისი 29, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"მინდა გთხოვოთ, რომ დაფიქრდეთ და ისე გააკეთოთ არჩევანი,...

“მინდა გთხოვოთ, რომ დაფიქრდეთ და ისე გააკეთოთ არჩევანი, იფიქროთ იმაზე თუ ვინ უფრო სასარგებლო იქნება თქვენთვის” – თეონა ჭალიძე

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, თეონა ჭალიძის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ხალხის პრობლემებზე არჩევნებამდეც აქტიურად მუშაობდა, მაინც ვერ მოახერხა ისანში თითოეული ამომრჩევლის პირადად ნახვა, რადგან ამომრჩეველთა რაოდენობა 150 000-ზე მეტია და ფიზიკურად ვერ მოხერხდა. ჭალიძის თქმით ძალებს არ იშურებდა იმისათვის, რომ საარჩევნო კამპანია პოზიტიურად წარემართა და სჯერა, რომ არჩევნების გზით საქართველოში სასიკეთო ცვლილებები მოხდენა შესაძლებელია, ამისათვის კი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი „მესამე ძალა – სტრატეგია აღმშენებლის“ გუნდია:

მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც პირადად ვერ ვნახე ამ კამპანიის დროს. მე მხოლოდ არჩევნების პერიოდში არ ვიწყებ, მანამდეც აქტიურად ვმუშაობ ხალხის პრობლემებზე. მიუხედავად ამისა ყველას ნახვა მაინც ვერ მოვახერხე, რადგან თქვენ ხართ ძალიან ბევრი – 150000-ზე მეტი ამომრჩეველი, მე კი ერთი ვარ და ფიზიკურად რთული იყო თითოეული თქვენგანის პირადად მონახულება.

მინდა გთხოვოთ, რომ დაფიქრდეთ და ისე გააკეთოთ არჩევანი, იფიქროთ იმაზე თუ ვინ უფრო სასარგებლო იქნება თქვენთვის. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში გვერდში მიდგას, ვინც მამხნევებს: ჩემი გუნდის წევრებს, რომლებიც ძალებს არ იშურებენ იმისათვის, რომ კამპანია მართლაც პოზიტიურად ჩაიაროს და ჩვენს წინაშე წამოჭრილი ყველა პრობლემა, რომლებსაც სახელისუფლებო გუნდი გვიქმნის, ერთობლივად გადავლახოთ.

მე ნამდვილად არ მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა, არ მინდა რომ ჩემს ოჯახთა ერთად მომიწიოს სხვა ქვეყანაში ცხოვრება. მე მჯერა რომ არჩევნების გზით შევძლებთ, რომ საქართველოში სასიკეთო ცვლილებები მოხდეს და „მესამე ძალა – სტრატეგია აღმშენებლის“ გუნდი გიორგი ვაშაძის მეთაურობით არის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი, – ჩვენ ვართ პირველები“ – აღნიშნავს თეონა ჭალიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე...

პაატა მანჯგალძე: “ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ. ცოტა წინ გაიხედეთ და...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" ლიდერების...

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ...