შაბათი, აპრილი 27, 2024

“თითო ხმა არის თითო გართულება ,,ქართული ოცნებისთვის“, რომ გააყალბოს არჩევნები” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია საგანგებო ბრიფიგზე მოსახლეობას მოუწოდებს არჩევნებზე მისვლისკენ, რადგან თითოეული მოქალაქის ხმა იქნება გადამწყვეტი. როგორც თავად აღნიშნავს, 2 ოქტომბერი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც გარდატეხის დღე:

,,რამდენიმე საათი გვაშორებს ძალიან მნიშვნელოვან დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხის დღე! ქართული საზოგადოება გააკეთებს იმ არჩევანს, რომელიც მოუტანს ქვეყანას კეთილდღეობას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვემზადებით ხმების დასაცავად. ჩვენ, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, ვართ ბევრად უფრო მომზადებულები, კოორდინირებულები. ოპოზიციური პარტიები ვთანამშრომლობთ ძალიან ინტენსიურად და მჭიდროდ ხმების დასაცავად.

მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოში ჩამოსულია ბევრი სადამკვირვებლო დელეგაცია. უბნებზე იქნებიან ბევრად მეტი დამკვირვებლები, ვიდრე 2020-ის არჩვენებზე. და ასევე ჩამოსულია მაღალი დონის დელეგაციები, რომლებიც გულშემატკივრობენ საქართველოს დემოკრატიას.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნების დაცვის ყველაზე დიდი გარანტია – ეს არის არჩევნებზე მისული თითოელი მოქალაქე. ზოგმა შეიძლება იფიქროს, მე რომ არ წავიდე რა შეცვლება, ერთი ხმა და ა.შ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. თითო ხმა არის თითო გართულება ,,ქართული ოცნებისთვის“, რომ გააყალბოს არჩევნები. ამიტომ, ყველას მისვლა არჩევნებზე – ეს არის მშვიდობიანი გარდატეხის მეტი გარანტია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული