ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“თუ ჩამოდის ეს კაცი – ჩამოვიდეს, თუ ჩამოვა – დავიჭერთ, ვინც ამას ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ, მეტი რა გითხრათ” – ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ მე-3 პრეზიდენტს, ჩამოსვლის შემთხვევაში, დააკავებენ:

ბავშვი არ დაბადებულაო და სახელს არქმევდნენო… თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა – დავიჭერთ! ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ, მეტი რა გითხრათ.

მე გეტყვით, რომ პირველი – არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია, სამოქალაქო დაპირისპირება დაანონსეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა როდესაც თქვეს, რომ ისინი ხელს შეუშლიან სააკაშვილის დაკავებას.

მეორე – მე ზოგადად ვთქვი, რომ ოპოზიციას არ ძალუძს, არ შეუძლია საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც კი. პიკის დროს, ყველაზე მთავარი კულმინაციური მომენტი როცა იყო, ივლისის თვეში, მათ 5000-ზე მეტი მხარდამჭერის მობილიზებაც ვერ შეძლეს. ამის საპასუხოდ მე ვთქვი, რომ “ქართულ ოცნებას”, ზოგადად, ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია ერთ საათში და მინიმუმ ასიათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაცია შეგვიძლია განვახორციელოთ ნებისმიერ დროს, – მხოლოდ ეს ვთქვი. სააკაშვილს არ სჭირდება ასიათასი კაცი, მას სჭირდება 10 გამოცდილი პოლიციელი, ვინც მას დააკავებს – თუკი ჩამოვა. მე პირადად არ მაინტერესებს ჩამოვა თუ არა. მთავრობას, სახელწიფოს აქვს სრული მზაობა დაიცვას წესრიგი, არ მოხდეს არავითარი კანონდარღვევა, კანონის აღსრულებაში ხელის შეშლა” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული