პარასკევი, მარტი 29, 2024

“სიმშვიდემდე ჯერ შორსა ვართ, ამიტომ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით ჯანდაცვის სექტორი, დაცული უნდა იქნეს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თაობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ცივ პერიოდს, ნოემბერს რომ უკეთესი კუმულაციური იმუნიტეტით შევხვდეთ აუცილებელია დღიური აცრის მაჩვენებელი 20-25 ათასი იყოს და ასევე აუცილებელია რეგულაციების დაცვაც:

სიმშვიდემდე ჯერ შორსა ვართ, ამიტომ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით ჯანდაცვის სექტორი, დაცული უნდა იქნეს. განსაკუთრებით ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, დგას ერთ დონეზე – კრიტიკული ზღვარის ქვემოთ. კრიტიკული ზღვარი არის 50% და ჩვენ გვაქვს 43%. ანუ, ეს არის ცუდი. მე ვიმეორებ ხშირად, რომ თუ ჩვენ გავითავისებთ და ამ მაჩვენებელს ავწევთ და 95%-მდე, დეკემბრამდე დავზოგავთ დაახლოებით 200-250 ადამიანის სიცოცხლეს.

ისევე როგორც ხშირად ვაქცინაზე ვამბობთ.

თუ ავიცრებით და დღიურ აცრას ავიყვანთ 20-25 ათასზე, მაშინ ცივ პერიოდს, ნოემბერს შევხვდებით უკვე შედარებით უკეთესი კუმულაციური იმუნიტეტით და თუ იქნა მე-5 ტალღა, რომელიც პროგნოზირდება მთელ მსოფლიოში, მაშინ უფრო მსუბუქად გადავიტანთ ამას, ყველაფერს“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული