პარასკევი, აპრილი 26, 2024

მწვანულა – European Greenfinch (Carduelis chloris)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ფაუნის შესახებ – გაიცანით კრწანისის ტყეპარკის მობინადრე ფრინველი მწვანულა – European Greenfinch (Carduelis chloris)

სხეულის სიგრძე: 14-16 სმ. დამახასიათებელია კონუსისებური ნისკარტი და ამოკვეთილი კუდი. მამალს სხეულის შეფერილობა მომწვანო-მოყვითალო აქვს, დედალს – მომწვანო- რუხი. ორივე სქესის ფრინველს კუდის გვერდები და პირველი რიგის მომქნევების ბოლოები ყვითელი ფერის აქვს.

ბუდეს იკეთებს ხეზე ან ბუჩქზე. წელიწადში მრავლდება ორჯერ: პირველად – აპრილში და მეორედ – ივნისში. დებს 4- 6 კვერცხს.

მისი ჰაბიტატია ტყისპირები, ბუჩქნარები, ბაღები და პარკები.

IUCN-ის სტატუსი: LC

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული