შაბათი, აპრილი 20, 2024

ევრონიუსი საქართველოზე – ეკოტურიზმი საქარველოსთვის განვითარების ახალი შესაძლებლობებია

ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი საქართველოს ეკოტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობა. სიუჟეტში, რომელიც ჟურნალისტმა აჭარაში მოგზაურობისას მოამზადა, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნული პარკებია წარმოჩენილი. “საქართველოში ეკოტურიზმი ეკონომიკისა და გარემოს მდგრად განვითარებას უწყობს ხელს” – ამბობს ჟურნალისტი, რომელიც მაყურებელს კინტრიშის, კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებს.

სიუჟეტში ბათუმის და ზოგადად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველ ადგილზე საუბრობენ. სიუჟეტი ევრონიუსის ეთერში 9 ენაზე, მსოფლიოს 160 ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში იტრიალებს. პარალელურად ევრონიუსზე აჭარის საიმიჯო რგოლები და ეროვნული პარკების ამსახველი ფოტო სლაიდშოუ გადაიცემა. რეგიონის სარეკლამო კამპანია ევრონიუსზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული