spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა" წინასაარჩევნო კამპანიის რეგიონალური...

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელმა” წინასაარჩევნო კამპანიის რეგიონალური დასკვნითი ღონისძიება გამართა

“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა” ქუთაისში წინასაარჩევნო კამპანიის რეგიონალური დასკვნითი ღონისძიება გამართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით გიორგი ვაშაძემ მიმართა. პოლიტილური პლატფორმის ლიდერის განცხადებით მისმა გუნდმა შემოიარა უამრავი სოფელი თუ ქალაქი, სადაც ადამიანებს უამრავი პრობლემები აქვთ. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი, რათა ის გაჭირვება და სიღარიბე, რაც დღეს ქვეყანაშია, დარჩეს წარსულში და დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც თითოეულ ოჯახზე აისახება:

რამდენიმე დღე დარჩა არჩევნებამდე, ჩვენ ამ საარჩევნო კამპანიის მანძილზე ათასობით ადამიანს შევხვდით, შემოვიარეთ ქალაქები, სოფლები და დაგვხვდა რა? უფრო მეტი გაჭირვება და უბედურება, ვიდრე ეს ერთი წლის წინ იყო.

დღეს, ისე როგორც არასდროს 30 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველო დაშორდა ევროპულ ოჯახს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მთელი მსოფლიო გაფაციცებით უყურებს ამ არჩევნებს და ელის ქართველი ხალხის ხმას, რა არჩევანს გავაკეთებთ ჩვენ?! ავირჩევთ ევროპისგან დაშორების გზას, თუ ავირჩევთ ევროპაში ინტეგრაციის გზას! ჭაობის გზას თუ წინსვლის და განვითარების.

ჩვენ “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი” შევქმენით იმისთვის, რომ პირდაპირ ვუთხრათ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ჩვენთვის მიუღებელია მმართველობის ის ფორმა და შინაარსი, რომელიც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას.

ჩვენ გავაერთიანეთ პოლიტიკური ძალები, ლიდერები, პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან თქვენ გემსახურონ და დაიხარჯონ საკუთარი ქვეყნისთვის. არ გთხოვთ თავგანწირვას, უბრალოდ გთხოვოთ, ჩვენი თავისუფალი ნების გამოვლინება ვაჩვენოთ 2 ოქტომბერს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

“მაგ მსჯელობიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

ბათუმის შემდეგ “ზაფხულის ფესტივალს” ქობულეთი უმასპინძლებს

24 ივლისს, ქობულეთის ცენტრალურ პარკში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება და...