პარასკევი, მაისი 16, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე - "ახალგაზრდა კაცი ვარ, არ მეზარება...

კახა კალაძე – “ახალგაზრდა კაცი ვარ, არ მეზარება შრომა, რადგან რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ქალაქისთვის”

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამომრჩეველს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. დედაქალაქის მოქმედმა მერმა მადლობა გადაუხადა მოსახლეობას ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მანვე ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას:

ძალიან ვაფასებ ამ ურთიერთობას და ყოველთვის ძალიან ვუფრთხილდები. ეს არ დაწყებულა დღეს და გუშინ. ჯერ კიდევ ჩემი წინა, სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე მოვდივართ ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს რეალური ხედვა, მკაფიოდ გაწერილი საარჩევნო პროგრამა და გამოწვევებთან გამკლავების უნარი, პარტია „ქართული ოცნებაა“:

ეს არ არის ლამაზი სიტყვები და ლამაზად დაწერილი ტექსტი. ეს არის კონკრეტული საქმეები, რაც ზურგს მიმაგრებს და კონკრეტული პროექტები, რომლებსაც კახა კალაძე თავის თანაგუნდელებთან ერთად აუცილებლად გააკეთებს თქვენი მხარდაჭერით.

ერთადერთი გუნდი ვართ, ვისაც რეალურად აქვს სრული გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი წარმოუდგენია თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა პროექტები უნდა განხორციელდეს დეტალურად რაიონების მიხედვით, უბნებისა და ქუჩების მიხედვით. ჩვენი სიძლიერე ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი.

თქვენ ძალიან კარგად ხედავთ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას და მდგომარეობას. სამწუხაროდ, დღეს არსებობენ ძალები, რომლებსაც აქვთ სურვილი, ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და არეულობა, დაუპირისპირდნენ ყველაფერ ძვირფასს, რაც ჩვენთვის ღირებულია, მაგრამ არავის მივცემთ ამის საშუალებას.

თქვენი მხარდაჭერა, თქვენი ჩართულობა დამატებითი სტიმულია, რომ ვიშრომო 24 საათიან რეჟიმში. ახალგაზრდა კაცი ვარ, არ მეზარება შრომა, რადგან რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ქალაქისთვის და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ”...

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...