ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"ეს არის ჩემი ბოლო კომუნიკაცია ბატონ შალვა ნათელაშვილთან,...

“ეს არის ჩემი ბოლო კომუნიკაცია ბატონ შალვა ნათელაშვილთან, კომენტარი მის სამარცხვინო სტატუსზე” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის მიერ სოციალურ ქსელში, მის მიმართ, გამოთქმულ მწვავე შეფასებებს ანალოგიური სიმწვავით პასუხობს:

ეს არის ჩემი ბოლო კომუნიკაცია ბატონ შალვა ნათელაშვილთან, კომენტარი მის სამარცხვინო სტატუსზე.

პასუხსაც არ გაგცემთ, ბატონო შალვა. უკვე ღირსების საკითხია, თქვენთან დამშვიდობება. და ბავშვიყლაპია მე კი არ ვარ, თქვენ ხართ – 25 წელი რომ “სამ ტანცუიუ სამ პაიუს” აკეთებთ პარტიისგან, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ რეიტინგების ლიდერი იყო და დღეს, თქვენი ეგოცენტრიზმის გამო, ერთი მისხალით არ გაზრდილა. პირიქით, დიდი ტემპით და შეუქცევადად დეგრადირებს. სრულიად ცხადია, რომ სანამ არსებობთ მაგ პარტიაში, ბავშვიყლაპიაც, დიდებყლაპიაც თქვენ ხართ და პოლიტიკაში უკვე ქარიყლაპიად იქეცით ერთი და იგივე ტექსტების გამეორებით უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში და წარმატებას მხოლოდ სრულიად არასერიოზული აღქმის პერსონად საკუთარი თავის გამოძერწვაში მიაღწიეთ (არადა შეუძლებელია თქვენი ნიჭიერების არაღიარება). მაგრამ, ეს თქვენი არჩევანია.

ჩემთვის გულდასაწყვეტი არჩევანი.

დღეს ედისონის კვლევები ქვეყნდება “ფორმულაზე”. დაველოდები შედეგებს. და თუ ეს შედეგები ჩვენსას დაემთხვევა, ან ბოდიშს მოხდას აირჩევთ, ან პოლიტიკური სახადი გახდებით.
სხვაფრივ მშვიდობით მეყოლეთ. ნუ შეგეშინდებათ, თქვენს თხოვნა-მუდარა-შემოთავაზებებზე არსად, არავისთან, არასდროს არ ვისაუბრებ.

ps მეტი კომენტარი ჩემგან ბატონ ნათელაშვილზე აღარ იქნება. არ ვაპირებ, უღირსობას უღირსობით ვუპასუხო.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში მოლაპარაკე კაცი, ნათელაშვილის მოყვანილია პოლიტიკაში და საკრებულოს თავმჯდომარედ დასმული მოქალაქეთა კავშირთან ერთად,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

“სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარებს, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს”...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...