spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ უნდა წავიდეთ ბოლომდე სრულ გამარჯვებამდე - შეხვედრამდე...

“ჩვენ უნდა წავიდეთ ბოლომდე სრულ გამარჯვებამდე – შეხვედრამდე თბილისში!”

სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, არჩევნების მნიშვნელობის შეფასებას ახდენს, ასევე საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის იმის თაობაზე, რომ დაჯავშნა ავიაბილეთი და 2 ოქტომბერს საღამოს თბილისში აპირებს ჩამოსვლას:

მოგესალმებით!

სულ რამდენიმე დღე გვაშორებს ისტორიული რეფერენდუმის თარიღისგან. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუშვა გამონაკლისი და დააკვირდება ფორმალურად ადგილობრივი არჩევნების შედეგებს, მაგრამ ამით მათ თქვეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები – ეს არის ევროკავშირის ხელმძღვანელის შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ მიღწეული ხელშეკრულების შესრულების პროცესი, ე.ი. ივანიშვილის მიერ საქართველოს შემდგომი მართვის თაობაზე რეფერენდუმი და უფრო სწორად, მისი მართვისგან ჩამოშორების თაობაზე.

ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და რეფერენდუმზე. ჩვენ ყველამ უნდა მივცეთ ხმა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ჩვენ ყველანი უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენ მიერ მოპოვებული გამარჯვება.

ამიტომ, მე ვერ ვიქნები ამ პროცესში გვერდით. საქართველოს ბედი წყდება, გადარჩენა/არგადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. ამას მე არც ჩემთვის ვაკეთებ, არანაირი პირადი ამბიციაც არ მამოძრავებს და არანაირი თანამდებობის სურვილი იმიტომ, რომ ნამდვილად არ ვაპირებ ამისთვის ბრძოლას, მაგრამ ვაპირებ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი. ვაპირებ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველო არა მხოლოდ დარჩეს მსოფლიო რუკაზე, არამედ დაუბრუნდეს სწრაფ განვითარებას და ეს სიღარიბე, გამოუვალობა, კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში, შეჩერდეს და საქართველოს გადაშენებისა და განადგურების პროცესი, ერთხელ და სამუდამოდ, შეჩერდეს.

მე იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთმანეთს დავუდგებით გვერდში, ყველანი გავწევთ გვერდზე ყველა განსხვავებას, ჩვენ უნდა წავიდეთ ბოლომდე, სრულ გამარჯვებამდე! შეხვედრამდე თბილისში!“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი შეძენილი ბილეთის გრაფიკულ გამოსახულებას აქვეყნებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემი თხოვნა იქნება, რომ შეეშვათ სიცრუის გავრცელებას. იყო კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი, დანარჩენს კი გამოძიება...

„დაახლოებით ვიცი რაც მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეფასების...

“იქნებ ასე ესმით ქოცებს “ცივილიზებულად ოპონირება”? მათ ხომ არ უთქვამთ აქამდე, როგორ ესმით?” –...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ირონიული შეფასებებით...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...