spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი ღარიბაშვილი - "მჯერა, ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ...

ირაკლი ღარიბაშვილი – “მჯერა, ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვინაიდან, „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ ჰყავს”

მე მჯერა, რომ ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვინაიდან, „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ ჰყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ სარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველ ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, გაერთიანება და განვითარება და დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც ძალუძს განვითარება, წინსვლა და პროგრესი, „ქართული ოცნებაა“.

ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს თვენი უშუალო ჩართულობისთვის, მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს ვიკრიბებით და ერთად ვიხილავთ ახალ საარჩევნო კლიპს, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ყველა ერთად ვიხსენებთ იმ ტრაგიკულ დღეს, რომელიც სოხუმის დაცემას უკავშირდება. ეს დღე სიმბოლურია, ვინაიდან, გვაერთიანებს ის ტკივილი და დროებითი მოუშუშებელი იარა, რომელიც სოხუმის დაცემამ მოგვაყენა ჩვენ ყველა თაობის წარმომადგენელს, მაგრამ მეორეს მხრივ, კარგად გვახსოვს და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა გავიხსენოთ ეს დღე და სწორედ ამ სულისკვეთებით, უკეთესი მომავლის რწმენით უნდა ვისაუბროთ მომავალზე, ვინაიდან, ჩვენი მომავალი არის ნათელი.

ჩვენ ღრმად გვწამს და გვჯერა, რომ ერთ დღეს გაერთიანდება ჩვენი ქვეყანა, ვიქნებით ერთიანი, ძლიერი, მტკიცე საელმწიფო, რომელიც ჩვენს ხალხს, ჩვენს ერს გააერთიანებს.

ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დღეს შეკრებილ საზოგადოებას მადლობა ვუთხრა. მადლობა ვუთხრა მოთმინებისთვის. ჩვენ არაერთი პროვოკაციის მომსწრენი გავხდით სარჩევნო კამპანიის დროს, მაგრამ მეორეს მხრივ, ვაჩვენეთ უმაღლესი სტანდარტი. სტანდარტი იმისა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ევროპული დონის, სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მართლაც გასაოცარი იყო ის სამუშაო, რომელი ჩვენმა პარტიამ და მხარდამჭერებმა გავწიეთ ყველამ ერთად. ასე, რომ კიდევ ერთხელ, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს და მხარდამჭერს მადლობას ვუხდი ამ პერიოდის განმავლობაში გამოჩენილი თმენისთვის, სიმტკიცისთვის.

მე მჯერა, რომ ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვინაიდან, „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ ჰყავს.

ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, გაერთიანება და რაც მთავარია, განვითარება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა დღეს, ვისაც ძალუძს სწორედ ეს განვითარება, წინსვლა და პროგრესი შემოიტანოს, არის ჩვენი გუნდი – „ქართული ოცნება“.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

“ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა” – შსს-ს განხცადება

შსს, თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცადებას ავრცელებს: "შინაგან...