კვირა, ივლისი 6, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"წუხანდელ ნიკაში ვნახე ისევ ის პროკურორი..." - შალვა...

“წუხანდელ ნიკაში ვნახე ისევ ის პროკურორი…” – შალვა ნათელაშვილი

ტელეკომპანია “მთავარი არხის” თოქ-შოუ “მთავარ აქცენტებში”, არხის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატ მიხეილ ქუმსიშვილს შორის გამართულ დისკუსია-პოლემიკას თუ დაპირისპირებას ეხმიანება პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი:

თქვენთან ერთად მეც შემზარა წუხელ მთავარ არხზე გათამაშებულმა სცენამ – რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი გაეხადათ სამარცხვინო “იფსოსის” ე.წ. რეიტინგული კვლევები ლეიბორისტულ პარტიასთან მიმართებაში და ვფიქრობ მიიღეს საპირისპირო შედეგი.

მიშა ქუმსიშვილმა თავისი სიმშვიდითა და მაღალი ინტელექტით ასევე სრულად მოიგო ორთაბრძოლა – კალაძე ორი.

მთლიანობაში კი 25 წელზე მეტია მიხეილ სააკაშვილი ჯერ ჟვანიასთან, მერე ივანიშვილთან და ახლა ნიკა გვარამიასთან ტანდემში, ასე იწყებს ჩვენთვის არჩევნების გაყალბებას – ჯერ სამარცხვინო რეიტინგები, მერე არჩევნების დღეს იგივე ეგზიტ-პოლები და ბოლოს – გაყალბებული საარჩევნო ოქმები. ანუ ძაღლის კუდი არ განემართების კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ნიკა გვარამიასთან ყოველთვის ვცდილობ მხოლოდ კარგი გავიხსენო და ასეთი კადრები გონებაში ნამდვილადაა, ვადასტურებ იმასაც, რომ იგი უდავოდ უაღრესად ნიჭიერი მედია მენეჯერია, მაგრამ შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე ისევ ის პროკურორი, მე რომ 25 წლიანი პატიმრობა გამომიცხადა და თანაც “ბავშვიყლაპია,” რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდობა არ უყვარს. მეტი რა ვთქვა.

P.S. რაც მთავარია მე მუდმივად მაწუხებს კითხვა – რა განსხვავებაა ჩემთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის ივანიშვილი გაგვიყალბებს არჩევნებს, სააკაშვილი თუ ორივე გუნდი ერთად?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...